ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება გრძელდება


ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა ძალებს იკრებს. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს დეესკალაციისკენ. მიუხედავად ამ და სხვა ბევრი ქვეყნის ლიდერის მოწოდებისა, ისრაელი ღაზაში იერიშს აგრძელებს, ჰამასმა კი მოკლე პაუზის შემდეგ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა გააგრძელა.

ჰამასის ერთ-ერთმა სამხედრო ლიდერმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა რამდენიმე დღეში იქნებოდა შესაძლებელი. ისრაელის ერთ-ერთმა მინისტრმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ისრაელი ცეცხლს მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როდესაც ყველა მიზანს მიაღწევს.

ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა ხუთშაბათს 8 საათით შეწყდა და შემდეგ ისევ განახლდა. ისრაელი კი ღაზაში ჰამასის პოზიციებს ბომბავს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ისლამისტური ჯგუფის მხრიდან მსგავსი მოქმედებები მომავალში.

10 მაისს კონფლიქტის განახლების შემდეგ, პალესტინელების ავტონომიის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ღაზაში სულ ცოტა 230 ადამიანია დაღუპული, აქედან 65 ბავშვი და 39 ქალია. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 1700-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის ინფორმაციით კი, ჰამასის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი და დაშავდა 336.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დეესკალაციისკენ მოუწოდა. ამასთან, ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის ზოგად პრინციპზე შეთანხმდნენ, მაგრამ დეტალები ჯერ ისევ შესათანხმებელია. ჰამასის ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა მუსა აბუ მარზუკმა თქვა, რომ მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG