ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ღაზაზე საჰაერო დარტყმებს აძლიერებს


ქ. ღაზა ისრაელის იერიშის შემდეგ
15 ნოემბერი, 2012 წ.
ქ. ღაზა ისრაელის იერიშის შემდეგ 15 ნოემბერი, 2012 წ.

ისრაელის იერიშის დროს ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო მეთაური დაიღუპა

ხუთშაბათს, ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში ათზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში. ისრაელის იერიშის დროს, ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო მეთაური დაიღუპა.

საპასუხო სარაკეტო გასროლები განხორციელდა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით. ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი. ისრაელის ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის სამი ფლიგელი სრულებით განადგურდა. შეშინებული მოსახლეობა შეტევების განახლების შიშით გარეთ არ გამოდის.

პანიკამ მოიცვა თელავივის მოსახლეობა, როდესაც ღაზას სექტორიდან გასროლილმა რაკეტამ თითქმის მიაღწია ქალაქს და რის შემდეგაც ჩაირთო განგაშის საყვირები.
XS
SM
MD
LG