ისრაელის ოფიციალური წყაროების ცნობით, ღაზას სექტორში მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლული იქნა ჰამასის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. ისრაელი ჰამასის დანარჩენ წევრებს მოუწოდებს უახლოეს დღეებში სამალავიდან გამოსვლა არ გაბედონ.
აჰმედ ალ-ჯააბარი დღეს ღაზაში მანქანით მგზავრობდა, როდესაც მის მანქანას ჭურვი მოხვდა. ისრაელის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ მასთან ერთად შვილიც დაიღუპა. პალესტინის მხარე იუწყება, რომ შეტევის შედეგად კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა და მათ შორის 2 ბავშვია.
ისრაელის დაზვერვა აცხადებს, რომ ალ-ჯააბარი ათწლიანი ტერორისტული საქმიანობის გამო იქნა მოკლული. მასზე ისრაელის სადაზვერვო სამსახური დიდი ხანია ნადირობს და ის სასურველ ძებნილთა სიაში ერთ-ერთი პირველი იყო. აჰმედ ალ-ჯააბარი ჰამასის ყველაზე მაღალი ჩინის მქონე ტერორისტია, რომლის მოკვლა 4 წლის წინ ისრაელის ღაზას სექტორში შეჭრის შემდეგ მოხდა.
ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ყველა ღონეს იხმარს, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, თუნდაც ამას ღაზას სექტორში ოპერაციის გაფართოება დაჭირდეს. როგორც ცნობილია, ჰამასის დაჯგუფება ისრაელზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებს. ჰამასის განცხადებით, „ოკუპაციამ ჯოჯოხეთის კარიბჭე გააღო." ეგვიპტემ, რომელსაც ღაზას სექტორთან საერთო საზღვარი აქვს, ისრაელიდან ელჩი სასწრაფოდ გამოიძახა და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.