ისრაელის პრემისერ მინისტრი აცხადებს, რომ თუ ღაზას სექტორში მდგომარეობა გაუარესდა, ქვეყანა „ესკალაციისთვის მზადაა.“
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტთან საუბრისასა თქვა, რომ ისრაელი არ აპირებს უმოქმედოდ ყოფნას მაშინ, როცა ქვეყანას თავს ესხმიან.
ღაზას სექტორში უკანასკნელი დღეების განმავლობაში შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა იმატა. შაბათს პალესტინელმა მეამბოხეებმა ისრაელის სამხედრო ავტომანქანას, რომელიც სასაზღვრო ზონას პატრულირებდა, ანტი-სატანკო რაკეტა ესროლეს. ინციდენტის შედეგად დაიჭრა ისრაელის ოთხი ჯარისკაცი. ისრაელის მიერ გახსნილ საპასუხო საარტილერიო ცეცხლს 6 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მიუხედავად ძალადობის განახლებისა, დაპირისპირების მასშტაბები გაცილებით მცირეა ვიდრე 2008 წელს, როცა ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციების შედეგად 1400 პალესტინელი დაიღუპა.