ისრაელის არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არაა და ხმების დათვლა გრძელდება, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ვერც ერთი მთავარი პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს იმდენ ხმას, რომ მათ 120-მანდატიან პარლამენტში, ქნესეთში, უმრავლესობა მოიპოვონ.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოთხშაბათს მხარდამჭერებს მიმართა და არც გამარჯვება გამოუცხადებია და არც დამარცხება უღიარებია. მან თქვა, რომ უახლოეს დღეებში ძლიეირ მთავრობის დასაკომპლექტებლად იმუშავებს, რომელიც გამორიცხავს არაბულ პარტიებს.
მისი უმთავრესი კონკურენტი ისრაელის არმიის ყოფილი ლიდერი, ბენი განცია, რომელმაც მხარდამჭერებს უთხრა, რომ ის "ფართო ერთიანობაზე" დაფუძნებული მთავრობის დასაკომპლექტებლად იმუშავებს და ეს მთავრობა ხალხის ნების გამომხატველი იქნება. საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტი რეუვინ რივლინი ორივე პარტიის ლიდერთან კონსულტაციების შემდეგ, რომელიმე მათგანს მთავრობის დაკომპლექტებას ოფიციალურად სთხოვს.
საბოლოო შედეგი შესაძლოა თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, ავიგდორ ლიბერმანზე იყოს დამოკიდებული. მის პარტიას რუსეთი უჭერს მხარს. თავად ის კი კოალიციური მთავრობის მომხრეა, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ნეთანიაჰუს, ისე განცისა და მისი საკუთარი პარტიის წევრები. განცი ასეთი მთავრობის წინააღმდეგი არაა, ოღონდ იმ პირობით, რომ ნეთანიაჰუ, რომლის წინააღმდეგაც ახლა არაერთი კორუციული ბრალდებაა გამოთქმული, გადადგება და პრემიერის პოსტს აღარ დაიკავებს.
Facebook Forum