გასულ კვირას შეერთებულ შტატებში წითელას 33 შემთხვევა დაფიქსირდა. უკანასკნელ პერიოდში ამერიკაში ეპიდემიის 1077 შემთხვევა რეგისტრირდა.
უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, ეს წითელას ეპიდემიის ყველაზე გავრცელებული აფეთქებაა. წითელას შემთხვევები 33 შტატში დაფიქსირდა. ნიუ-იორკის შტატის როკლანტის საგრაფომ მაისის დასასრულში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ორთოდოქს ებრაელთა თემში გახშირებული შემთხვევების გამო.
შეერთებულმა შტატებმა წითელა 2000 წელს დამარცხებულად გამოაცხადა, დაავადებასთან ბრძოლის გამოცხადებიდან მეოთხე ათწლეულის დასასრულს.
თუ 2019 წლის ოქტომბრამდე, ეპიდემიის კონტროლი ვერ მოხერხდება ქვეყანა ამ სტატუსს დაკარგავს.
„ეს იქნება უდიდესი დარტყმა ქვეყნისთვის და წაშლის იმ დიდ სამუშაოს, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა დონეზე გაიწია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა.
სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიას სკოლის ასაკის ბავშვები ავრცელებენ, რომლებსაც ვაქცინაცია გავლილი არ აქვთ.
„მე მინდა დავარწმუნო მშობლები, რომ ვაქცინები უსაფრთხოა, ისინი არ იწვევენ აუტიზმს“, - განაცხადა ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა. „უფრო დიდი საფრთხე ის დაავადებაა, რასავ ვაქცინა თავიდან გვაცილებს“, - თქვა მან.
„ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, მოგზაურობა ისეთ ქვეყნებში, სადაც წითელას შემთხვევები ხშირია, როგორიცაა უკრაინა, ისრაელი და ფილიპინები, ასევე თამაშობს როლს შეერთებულ შტატებში ეპიდებიის გავრცელებაში.
Facebook Forum