ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი მძევლების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ პალესტინელებს ფულად ჯილდოს და უსაფრთხოებას სთავაზობს


თითქმის სამი კვირაა, რაც ისრაელი უშედეგოდ ეძებს 200-ზე მეტ მძევალს, რომელიც დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებმა ისრაელზე, 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ გაიტაცეს. ბოლო საათების განმავლობაში ისრაელმა ღაზის სექტორში ბროშურები გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ ყველა ადამიანი რომელიც მძევლების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ისრაელს მიაწოდებს დაჯილდოვდება, მათ უსაფრთხოებაზე კი ისრაელი იზრუნებს.

„გაგვიზიარეთ გადამოწმებული და ღირებული ინფორმაცია თქვენს მხარეში მძევლების შესახებ. ისარელის სამხედროები გარწმუნებთ, რომ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მიიღებს ფინანსურ ჯილდოს“,- წერია ბროშურაში რომელიც ისრაელმა ღაზის სექტორში გაავრცელა, ტექსტის ბოლოს კი მითითებული იყო ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრები.

ისრაელი ღაზის სექტორში მცხოვრებ ადამიანებს კვლავ მოუწოდებს გადაინაცვლონ ტერიტორიის სამხრეთში. ისრაელი გეგმავს ფართო სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას, მძევლების გასათავისუფლებლად და „ჰამასის“ გასანადგურებლად.

ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორის ირგვლივ არიან მობილიზებულები და ელიან ბრძანებას დაიწყონ ოპერაცია.

„ჰამასის“ თავდასხმას ისრაელზე 14000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორზე მას შემდეგ ყოველდღიურად ახორციელებს საჰაერო იერიშებს. საპასუხო ცეცხლს ღაზაში "ჰამასის" წარმომადგენლების ცნობით, 5000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG