ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰამასი" აცხადებს, რომ ისრაელის ჯარისკაცებს დაუპისპირდა


გასამხედროებული დაჯგუფება "ჰამასის" განცხადებით, მისი მებრძოლები, ისრაელის ძალებს პირისპირ დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორი გადაკვეთეს და მოგვიანებით ბაზაზე დაბრუნდნენ. „ჰამასი“ აცხადებს, რომ მათ ისრაელის სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ისრაელს ცნობა არ დაუდასტურებია.

დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ჯავშანტექნიკამ სექტორში, ხან იუნისის აღმოსავლეთით, ღაზის სექტორის სამხრეთში შეღწია. ისრაელმა შესაძლოა სექტორში სახმელეთო შეტევა დაიწყოს.

ისრაელს ტექნიკის ან მანქანების განადგურების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG