ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა


ჰუმანიტარული დახმარების მესამე კოლონა ორშაბათს, ეგვიპტიდან რაფაჰის საზღვრით, ღაზაში შევიდა. ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება რაფაჰში შაბათს დაიწყო. ტვირთის შეტანამდე, დახმარების შემოწმების პროცედურებზე დავა მიმდინარეობდა.

რაფაჰი ღაზაში მთავარი სასაზღვრო პუნქტია. მას შემდეგ, რაც ისრაელმა 7 ოქტომბერს ჰამასის მებრძოლების მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, სექტორი "სრული ალყაში“ მოაქცია, რაფაჰი დახმარების მიწოდების ძალისხმევის ყურადღების ცენტრშია. დანარჩენ ნაწილებში, ღაზის სექტორს ისრაელი ესაზღვრება.

შაბათს და კვირას, საზღვარზე 34 სატვირთო მანქანამ გაიარა.

გაეროს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ღაზას აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და საკვების, წყლისა და საწვავის მარაგი იწურება, ყოველდღიურად, დაახლოებით, ჰუმანიტარული დახმარების 100 სატვირთო მანქანა იქნება საჭირო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG