გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ახლა ქაიროში იმყოფება. მისი თქმით, შეზღუდული ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში მცხოვრები პალეტინელებისთვის საკმარისი არ არის და დახმარება რეგულარულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს. გუტერეშმა ამ პრობლემაზე ქაიროდან ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ისაუბრა.
ეგვიპტე რაფასთან სასაზღვრო პუნქტს აკონტროლებს, რომელიც ღაზის სექტორს უკავშირდება. ამ გასასვლელს ღაზაში გამუდმებული დაბომბვების ქვეშ მყოფი პალესტილენებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ძალისხმევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
აღსანიშნავია, რომ “ჰამასის” მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორი ისრაელის მხრიდან სრულ ბლოკადაშია მოქცეული, მას შემდეგ რაც “ჰამასმა” ისრაელში 7 ოქტომბერს სისხლიანი თავდასხმა მოაწყო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ამ დროისთვის რაფის სასაზღვრო პუნქტით გადასვლას გაეროს მიერ სექტორისთვის გამოყოფილი 3000 ტონა ტვირთი, 20 სატვირთო მანქანა და დახმარების სხვა მარაგები ელოდება.
ისრაელმა რაფის გადასასვლელ პუნქტზე ბოლო დღეებში რამდენჯერმე მიიიტანა იერიში. სრული უსაფრთხოებისთვის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დიპლომატებმა ყველა გარანტია უნდა მოიპოვონ ისრაელის სახელმწიფოსგან.