ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰამასის" განცხადებით, დამატებით ორი ტყვე თავისუფალია


“ჰამასმა“ ორშაბათს განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მფგომარეობის გამო, ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი ტყვე ქალი გაათავისუფლა. ახალი ამბების სააგენტო „როიტერთან“ საუბარში, წყარო აცხადებს, რომ ისინი ისრაელის ხანშიშესული მოქალაქეები არიან.

შეიარაღებული დაჯგუფების სპიკერმა, აბუ უბაიდამ „ტელეგრამზე“ განაცხადა: „ჩვენ, მათი გათავისუფლება ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მიზეზების გამო გადავწყვიტეთ“. მისი თქმით, გათავისუფლებულნი არიან ნურიტ იცხაკი და იოჩევედ ლიფშიცი.

მანამდე, პარასკევს, „ჰამასმა“ ამერიკელი დედა და ქალიშვილი, ჯუდით და ნატალი რაანანები გაათავისუფლა . დედა-შვილი, "ჰამასის" ტყვეობაში თითქმის ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ, 7 ოქტომრის შემდეგ, როცა "ჰამასი" ისრაელში შეიჭრა და მისმა მებრძოლებმა, 1400 ადამიანი მოკლეს, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.

აღნიშნულნი დაადასტურა ისრაელის მედიამაც. ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ გათავისუფლებული მძევლები, ღაზიდან ეგვიპტეში, რაფაჰის გადასასვლელთან მივიდნენ.

ისრაელის ოფიციალური პირების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

ისრაელმა ორშაბათს ღაზაში ასობით სამიზნეს დაარტყა.

„ჰამასის“ ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაბომბვის შედეგად, 436 ადამიანი დაიღუპა. მონაცემების გადამოწმება დამოუკიდებლად ვერ ხერხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG