ისრაელმა უკრაინის სამოქალაქო და გადაუდებელი დახმარების ჯგუფებს 2,000 ჩაფხუტი და 500 დამცავი ჟილეტი გადასცა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გასულ თვეს, ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა. მან თქვა, რომ უკრაინაში დახმარების გაგზავნის ბრძანებას გასცემდა, რაც ისრაელის პოზიციის ერთგვარი ცვლილება იყო ომთან დაკავშირებულ პოზიციაზე.
ისრაელმა, რომელიც გარკვეული მედიატორის ფუნქციას ასრულებს რუსეთ-უკრაინის ომში, დაგმო რუსეთის შეჭრა, თუმცა ძალიან ლიმიტირებულ ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდა უკრაინას. ისრაელი ცდილობდა გარკვეულიწად ნეიტრალიტეტი დაეჭირა მიმდინარე ომში და ღიად და მკაიფოდ არცერთი ქვეყნის მხარე არ დაეჭირა.
ომის მიმდინარეობისას, უკრიანამ ისრაელისგან თავდაცვითი სისტემები გამოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.