შრი-ლანკაში მომხდარ კოორდინირებულ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება დღეს, თავისი საინფორმაციო სააგენტოს "ამაქის" საშუალებით გააკეთა.
კათოლიკეთა აღდგომაზე მომხდარ სერიულ აფეთქებებში 310 ადამიანი დაიღუპა. 21 აპრილს აფეთქება ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მოხდა: ეკლესიებში, სადაც მორწმუნეები სააღდგომო წირვაზე იმყოფებოდნენ და ხალხმრავალ, პოპულარულ სასტუმროებში.
დღესვე, შრი-ლანკის თავდაცვის მინისტრმა პარლამენტს უთხრა, რომ 21 აპრილის ინციდენტი უკავშირდება ახალ ზელანდიაში ორ ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმას. თუმცა, რუან უიჯეარდენს კანონმდებლებისთვის გამოძიების სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია.
ამ ეტაპზე პოლიციის პრესსპიკერი აცხადებს, რომ მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებით, დაკავებულია 40 ადამიანი. ასეთი მსხვერპლი შრი-ლანკას თითქმის ოცი წელი, 2009 წელს დასრულებული სამოქალაქო ომის შემდეგ არ უნახავს.
Facebook Forum