ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა ავღანეთის კუნარის პროვინციაში ორ სამოქალაქო მძევალს თავი მოკვეთეს და მათ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ეს ინფორმაცია ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა და ტერორისტული დაჯგუფების ხორასანის ოლქის წარმმადგენლებმაც დაადასტურეს.
როგორც კუნარის გუბერნატორმა "ამერიკის ხმას" განუცხადა, ეს შემზარავი ფაქტი ორი დღის წინ მოხდა. მისი თქმით, ორ მძევალს არანაირი კავშირი არ ქონდა მთავრობასთან.
ტერორისტული დაჯგუფება კუნარსა და მეზობელ ნანგარჰარის ოლქში აქტიურობს, საიდანაც სავარაუდოდ ეს ჯგუფი ავღანეთში ტერაქტებს ატარებს და ძირითადად შიიტი უმცირესობის წევრებზე მიაქვს იერიში.
Facebook Forum