ბრიტანეთის ტერიტორიის გიბრალტარის მმართველებმა ამერიკის წინააღმდეგობის მიუხედვად, ირანული ტანკერი გაათავისუფლეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თეირანმა ოფიციალური რწმუნება წარადგინა, რომ ტანკერი სირიისკენ არ გაემართება.
გიბრალტარის პრემიერ მინისტრი ამბობდა, რომ აღარ არსებობდა გონივრული საფუძველი იმისა, რომ ეს ტანკერი კვლავ შეეყოვნებინათ. ფაბიან პიკარდოს ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მათ ამ გადაწყვეტილების დაბლოკვა სურდათ, ამან გადაწყვეტილების მიღება შეაფერხა, თუმცა გენერალური პროკურორის თქმით, მას ოფიციალური მოთხოვნა ამერიკისგან არ მიუღია.
ტანკერი 4 ივლისს დააკავეს და მას ნავთობი სავარაუდოდ სირიისკენ მიჰქონდა - ამერიკისა და ევროკავშირის სანქციების დარღვევით.
"ამერიკის ხმის" ირანული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრუკინგსის ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი, მაიკლ ოჰანლონი ამბობს, რომ ის გიბრალტარის მოქმედებას არ აღიქვამს, როგორც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მარცხს.
Facebook Forum