ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია ჰორმუზის სრუტის დასაცავად მისიაში მონაწილეობაზე უარს ამბობს


ბერლინი უარს ამბობს შეერთებული შტატების მოწოდებაზე, ჩაერთოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დაცვაში და იქ უსაფრთხო საზღვაო გადაადგილების უზრუნველყოფის მისიაში. ამერიკამ გერმანიას რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად სთხოვა, "შეუერთდეს საფრანგეთს და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს, რათა მოხდეს ჰორმუზის სრუტის ირანისგან მომავალი აგრესიისგან დაცვა და იმ ტანკერების გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მსოფლიოს ნავთობმომარაგების ერთ მეხუთედს აწვდის".

"ჩვენ ყველა მხარისთვის ღიას დავტოვებთ ყველა არხს იმისთვის, რომ ვეძებოთ გზები და ავაშენოთ ნდობა დაძაბულობის შესამცირებლად. შეიძლება არსებობდეს მხოლოდ დიპლომატიური გამოსავალი, სამხედრო გამოსავალი არ არსებობს და არ ვიცი არავინ, ვინც სერიოზულად შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეს ასე არაა", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა.

დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამერიკული და ირანული მხარე ამტკიცებს, რომ მათ ერთმანეთის დრონები ჩამოაგდეს. თუმცა, მანამდე ბრიტანეთმა გიბრალტარის სრუტეში მოძრავი ირანული ტანკერი დააკავა. ლონდონი ამბობს, რომ ირანული ტანკერით სირიაში ნავთობი გადაჰქონდათ. ირანი ბრალდებებს უარყოფს.

საპასუხოდ, ირანმა ბრიტანული დროშით მცურავი ტანკერი დააკავა. ბრიტანეთი საზღვაო უსაფრთხოების დასაცავად ევროპელთა ლიდერობით მოქმედი კოალიციის და მისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. იგივეს ითხოვს შეერთებული შტატები, თუმცა აცხადებს, რომ აშშ-ს წამყვანი პოზიციები ექნება. ევროპელი ლიდერები ამ დრომდე ინიციატივას სრულად არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ არ სურთ რეგიონში დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG