ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხი კვლავ გაურკვეველია


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ეცდება ფრანგ კოლეგასთან საერთო ენა გამონახოს ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუმცა პრეზიდენტს არ გამოუხატავს სურვილი, რომ ამერიკა ამ შეთანხმების ნაწილად დარჩეს და მას კვლავ "არაგონივრულად და საშინლად" მიიჩნევს.

ემანუელ მაკრონის ვიზიტისას დონალდ ტრამპმა შეთანხმება კიდევ ერაერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ ბირთვული შეთანხმების პარალელურად ირანი რეგიონში არასტაბილურობას უწყობს ხელს.

მაკრონმა, რომელიც დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა, სცადა ამერიკელი კოლეგა იმაში დაერწმუნებინა, რომ ამერიკამ არ დატოვოს 2015 წელს "ირანის ბირთვული შეთანხმების" სახელით ცნობილი შეთანხმება, რომლის მხარეებიც არიან ამერიკა, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან განიხილა პრეზიდენტ ტრამპთან ახალი შეთანხმების შესაძლებლობა, რომელიც ირანის ბალისტიკურ პროგრამასთან ერთად გულისხმობს ქვეყნის აქტივობებს სირიაში, იემენში, ლიბანსა და ერაყში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG