ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადვოკატები ირანელი დისიდენტის სხვა ციხეში გადაყვანას აპროტესტებენ


ირანელი-ქურთი დისიდენტის ადვოკატები ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის სახლიდან შორს, სხვა ციხეში მისი უფლებების დარღვევით გადაიყვანეს.

ქვეყნის გარეთ იძულებით მცხოვრებ ირანის მოქალაქეთა უფლებადამცველმა ჯგუფმა - "პოლიტიკურ და სამოქალაქო პატიმართა დაცვის კამპანია" - დისიდენტ რამინ ჰოსეინ პანაის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც მისი სამი ადვოკატის შეფასებებს ეფუძნება.

ადვოკატები ამბობენ, რომ მათ პანაის სხვა ციხეში გადაყვანის ამბები მისი ოჯახის წევრებისგან შეიტყვეს. უფლებადამცველების შეფასებით, მისი მშობლიური ქალაქიდან 500 კმ-ის დაშორებით მდებარე ქალაქში გადაყვანა მისი თანხმობისა და წინასწარ შეტყობინების გარეშე კანონდარღვევა იყო.

"ირანის ციხეების ორგანიზაცია" განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ხელისუფლებას უფლება აქვს პატიმარი სხვა ციხეში გადაიყვანოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი პირველ ციხეში ყოფნა საფრთხეს უქმნის ამ ქალაქს და თუ იუსტიციის მაღალი რანგის წარმომადგენლები ამ ყველაფერს დაადასტურებენ.

სამივე ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამგვარი გადაყვანის ნიშნები და მიზეზები საქმეში არ არსებობდა და არც მაშინ გამოვლენილა, როდესაც ისინი ქურთისტანის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ ამ საქმის განსახილველად. ქალაქი სანანდაჯი, საიდანაც პატიმარი გადაიყვანეს, ქურთისტანის პროვინციის დედაქალაქია.

პანაი 2017 წლის ივნისში დააკავეს ბრალდებით, რომ ის ირანელი ქურთების ნაციონალისტთა ჯგუფის წევრი იყო და რომ მან იარაღი დაუმიზნა ირანის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს. პანაის იანვარში ქალაქის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. "საერთაშორისო ამნისტიის" შეფასებით, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ამასთან, ოჯახის წევრების თქმით, სასამართლო დარბაზში მას სხეულზე წამების ნიშნები ეტყობოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG