ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ირანზე სანქციების შემსუბუქების წინააღმდეგია


ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები არ თანხმდება ევროპელი მოკავშირეების თხოვნას ირანისთვის სანქციების შემსუბუქების შეახებ.

დიპლომატების და სხვა მაღალჩინოსნების ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპემ და ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას წერილი გაუგზავნეს, სადაც ამბობენ, რომ შეერთებული შტატები სანქციებისგან არ დაიცავს ქვეყნებს, რომლებიც ირანში ბიზნესს აწარმოებენ.

ამავე წერილში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გამონაკლისს დაუშვებს ეროვნული უსაფრთხოების ან ჰუმანიტარულ საკითხებზე.

ეს წერილი შეერთებულმა შტატებმა გასულ თვეს სამი ქვეყნისგან მიღებული თხოვნის პასუხად გააგზავნა. ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას ითხოვდნენ.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ირანზე მკაცრ სანქციებს აგვისტოს დასაწყისში დააწესებს, რასაც სანქციების მეორე ეტაპი ნოემბერში მოჰყვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG