დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ივ დრაიანმა განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები ირანს ახალ, მკაცრ სანქციებს დაუწესებს, ის ახლო-აღმოსავლეთის შემდგომი დესტაბილიზაციის რისკის წინაშე აღმოჩნდება.
ამ კვირის დასაწყისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ახალი ბირთვულ შეთანხმების, 12 პუნქტიანი მოთხოვნის სიაში მუქარა გააჟღერა. მოთხოვნის თანახმად, თუ ირანი საქციელს არ შეიცვლის, მის წინააღმდეგ „უპრეცედენტო ფინანსურ წნეხს“ მიმართავენ.
ლე დრაიანმა ფრანგულ „ინტერ რადიოს“ უთხრა, რომ ახალი სანქციების დაწესება დიალოგს არ გაამყარებს და ამის ნაცვლად, პრეზიდენტ როჰანის დასუსტებასთან ერთად, ირანის კონსერვატორებს გააძლიერებს.
ირანის ბირთვულ პროგრამაზე და რეგიონში მის მოქმედებაზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად პომპეომ პირობა დადო, რომ ირანში მყოფ ამერიკელ მძევლებს შინ დააბრუნებს.
Facebook Forum