ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, კვირას გვიან ღამით, პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. აქციები სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში წყლის ნაკლებობისა და დაბინძურების გამო იმართება.

ახალი ამბების სააგენტო „ირნას“ ინფორმაციით, დემონსტრანტრებმა ქალაქ აბადანში პოლიციას ქვები და სხვა საგნები დაუშინეს, ახლა კი პოლიცია სიტუაციას აკონტროლებს.

შეტაკებები წინა ღამით აბადანთან ახლოს მდებარე დასახლებაში მიმდინარე მსგავს საპროტესტო აქციაზეც მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დემონსტრანტები პოლიციასთან დაპირისპირებისას ქვებს ისვრიან. სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოებში კი ჩანს შენობების ჩამტვრეული ფანჯრები. პოლიციამ საპროტესტო აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ხორამშარში მსხვერპლი არ ყოფილა. მისი მოადგილის თქმით კი, 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი სამოქალაქო პირი და 10 პოლიციელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG