ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ქვეყნის პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომლის თანახმადაც ქვეყნის ვალუტა რიალს, ოთხი ნული ჩამოეჭრება. რიალის ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების გადაწვეტილება მიიღო და თეირანის წინააღმდეგ სანქციები განაცხადა.
გადაწვეტილებამ მილიარდობით დოლარის ოდენობის ბიზნეს გარიგეგბებზე იქონია გავლენა და ირანის ნავთობის გაყიდვები შეზღუდა.
21 აგვისტოს, რიალის ღირებულება ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში 116,500 იყო. 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დროს კი ერთი დოლარი 32,000 რიალს უდრიდა.
აპრილში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ ის მოელის, რომ ირანის ეკონომიკა 2019 წელს 6 პროცენტით შემცირდება და ინფლაცია 40 პროცენტს მიაღწევს. ამის მიზეზი, შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციებია.
Facebook Forum