ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტი: ირანი ამერიკის ერაყიდან გაძევებას ეცდება, საქართველოს კი საფრთხე არ ემუქრება


შეერთებული შტატების მიერ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ირანისა და შეერთებული შტატების დაპირისპირების შესაძლო განვითარებისკენ იყო მიმართული. გაგრძელდება თუ არა ირანსა და ამერიკას შორის დაპირისპირება, როგორია რუსეთის პოზიცია და რის გაკეთება შეუძლია საქართველოს საკუთარი ინტერესების დასაცავად? ამ თემებზე ია მეურმიშვილი "დემოკრატიების დაცვის ფონდის" მკვლევარს რუელ გერეხტს ესაუბრა.

რუელ, დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. მოდით დიდი შეკითხვით დავიწყოთ - ომი დაიწყო?

ვფიქრობ, ირანს წონასწორობა დაერღვა. თეირანი 1979 წლიდან იმის მოლოდინით მოქმედებდა, რომ ამერიკა მათ ლეტალურ ნაბიჯებს უპასუხოდ დატოვებდა. გენერალ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ, ეს შეხედულება შეიცვალა.

არა. არ მგონია შეერთებული შტატები ირანთან ომში იყოს ჩართული. ვფიქრობ, ომისგან შორს ვართ. თუმცა, ვფიქრობ დონალდ ტრამპმა ყველას დაანახა, რომ მოულოდნელობებითაა სავსე. ამის მაგალითი ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაა, რასაც არც ვაშინგტონში და არც ირანში ელოდებოდა ვინმე.

სამხედრო სამიზნის განეიტრალება საომარი მოქმედება არ არის? გენერალ სოლეიმანის მოკვლას ირანი საომარ მოქმედებად არ ჩათვლის?

ტანგოს ცეკვას ორი მხარე სჭირდება. ირანი ისე ჯერ არ იქცევა, რომ ამერიკასთან ომშია ჩართული. ვფიქრობ, ირანს წონასწორობა დაერღვა. თეირანი 1979 წლიდან იმის მოლოდინით მოქმედებდა, რომ ამერიკა მათ ლეტალურ ნაბიჯებს უპასუხოდ დატოვებდა. გენერალ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ, ეს შეხედულება შეიცვალა. ამერიკა თეირანს ყოველთვის მეორე ლოყას უშვერდა, მაშინაც კი, როდესაც ირანის საქმიანობა ამერიკელების სიცოცხლეს იწირავდა. ტრამპმა თამაში წესები შეცვალა. მან ირანელებს დაანახა, რომ მზადაა ლეტალური ძალა გამოიყენოს.

თქვენი აზრით, რატომ მოკლა ამერიკამ გენერალი ახლა?

ადმინისტრაციამ თქვა, რომ ჰქონდა ინფორმაცია დაგეგმილ თავდასხმებზე. ასევე ცხადია ის, რომ ირანი ერაყში საკუთარ ყოფნას აძლიერებდა. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ირანი ერაყს ამერიკელების წინააღმდეგ იარაღით და წვრთნებით უზრუნველყოფდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უბრალოდ დაგროვდა და კულმინაციას მიაღწია, რამაც ადმინისტრაციას მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ ინდივიდუალური ლიდერი გაენეიტრალებინათ.

თქვენი აზრით, ეს დაგეგმილი იყო თუ უფრო სპონტანური ნაბიჯი იყო?

ცხადია დაგეგმილი იყო, რადგან ის სადაზვერვო ინფორმაციას ეფუძნებოდა. ბოლო ხანს, სოლეიმანი საერთაშორისო მოგზაურობის დროს, დაუდევარი გახდა და ამერიკას, საკუთარ და მოკავშირეების დაზვერვაზე დაყრდნობით, მის გადაადგილებაზე ინფორმაცია ჰქონდა.

ირანის ხელმძღვანელობამ, სულიერმა ლიდერმა, პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ყველამ პირობა დადო, რომ გენერლისთვის შურს იძიებდნენ. რა გრძელვადიანი არჩევანი აქვს ირანს?

ირანს ასევე შეუძლია ჰორმუზის სრუტის დანაღმვა, მაგრამ ამერიკას სწრაფი განნაღმვის შესაძლებლობა აქვს. მათ შეუძლიათ პატარა ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ გრძელვადიან, დამაკმაყოფილებელ მოქმედებებში, ისინი საკმაოდ შეზღუდულნი არიან.

სულიერ ლიდერს და სამეთაურო სტრუქტურებს რაღაც დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ სოლეიმანის დაკარგვის შემდეგ, ბალანსი აღიდგინონ. ვფიქრობ, რომ სოლეიმანი უმაღლეს ლიდერს ძალას აძლევდა. რეჟიმს რაღაც დრო დასჭირდება. არ მგონია ისრაელის წინააღმდეგ რამე მოიმოქმედონ, იმიტომ რომ ისრაელს მათთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. საუდის არაბეთში კი ალბათ იმოქმედებს. ცოტა ხნის წინ ირანმა საუდის არაბეთში ნავთობის ობიექტები დაბომბა და რიადმა ამაზე რეაგირება არ მოახდინა. შეიძლება, ამის გამო თეირანმა იფიქროს, რომ სამეფოზე დარტყმის მიყენება შესაძლებელია. ირანს ასევე შეუძლია ჰორმუზის სრუტის დანაღმვა, მაგრამ ამერიკას სწრაფი განნაღმვის შესაძლებლობა აქვს. მათ შეუძლიათ პატარა ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ გრძელვადიან, დამაკმაყოფილებელ მოქმედებებში ისინი საკმაოდ შეზღუდული არიან.

ამერიკაში შიდა გამოხმაურებაზე რას იტყვით? დემოკრატმა ლიდერებმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, სენატში უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და სხვებმა, თქვეს, რომ პრეზიდენტს მათთან კონსულტაცია არ გაუვლია.

არ მიკვირს ის, რომ ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესთან კონსულტაციები არ გაიარა ოპერაციაზე, რომლის განხორციელების გადაწყვეტილებაც, ალბათ, მოკლე დროში მიიღო. ვაშინგტონი ძალიან პოლარიზებული ქალაქია და დონალდ ტრამპი დამაპირისპირებელი ფიგურაა. ეს სამწუხაროა. ირანთან ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამდე, თეირანთან დაკავშირებული პოლიტიკური დაპირისპირება ასეთი მწვავე არ იყო.


შეთანხმება ამის შემდეგ მკვდარია?

ვფიქრობ მკვდარია, თუმცა ბოლომდე არა. ირანელები ეტაპობრივად ამბობენ უარს შეთანხმების შესრულებაზე და შოკის მომგვრელს არაფერს აკეთებენ. მათ უკვე განაცხადეს, რომ შეთანხმებიდან ამერიკის გამოსვლის შემდეგ, პროგრამას თავდაპირველ დონეზე აიყვანდნენ, მაგრამ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ და უფრო დახვეწილი ცენტრიფუგები არ აუმუშავებიათ. ისინი ევროპელებთან ძალიან ფრთხილობენ. ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება რომ დაიწყონ, ევროპაში ირანის პოზიციის მიმართ არსებული პოზიცია გაქრება. და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტრამპმა შეიძლება ირანი დაბომბოს.

ანუ არის ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის ალბათობა?

ვიტყოდი, რომ კი. სოლეიმანის სიკვდილამდე რომ გეკითხათ, ვიტყოდი, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის ალბათობა ძალიან მცირე იყო, მაგრამ ვფიქრობ, ტრამპმა თამაშის წესები შეცვალა და ახლა სულ სხვა სცენართან გვაქვს საქმე.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ამერიკის მოკავშირეებისთვის? ამერიკაში ცნობილია ის, რომ დონალდ ტრამპის გათვლა რთულია. როგორც თქვენ თქვით, ირანელებმა დროებით ბალანსი დაკარგეს. რას იტყოდით მოკავშირეებზე? საფრანგეთის ელჩმა...

ვფიქრობ, ტრამპმა წონასწორობა მათაც დაურღვია...

საფრანგეთის ელჩმა თქვა, რომ ამერიკა არასტაბილური პარტნიორი გახდა. რას ნიშნავს ეს?

როგორც ჩანს, ტრამპის გათვლებში ეს არ შედის. ევროპელები გაყოფილები არიან. მერკელმა საკმაოდ მოზომილი კომენტარი გააკეთა. კარგი იქნებოდა ბრიტანელებისთვის გვეთქვა რა ხდებოდა...

სტოლტენბერგიც მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა...

ვფიქრობ ახლა უკვე იციან, რომ ტრამპი ამას არ აკეთებს და ეს ძალიან არავის გაკვირვებია. ევროპელები ალბათ დამწუხრებული არიან, რადგან ირანთან ბირთვული შეთანხმება ევროპის მიერ მიღწეული ერთ-ერთი ყველაზე ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო და დონალდ ტრამპმა ის, ფაქტობრივად, ნაგავში გადააგდო. არ მგონია ტრამპმა ისინი გააკვირვა, რადგან მისგან მოულოდნელობა არავის უკვირს.

ეს კარგია თუ ცუდი?

ეს კარგია, თუ მტრებზე ვლაპარაკობთ და ცუდი, თუ მოკავშირეებს ვგულისხმობთ. უკეთესი იქნებოდა, უფრო ახლო ურთიერთობა რომ გვქონდეს ევროპელებთან.

რა იქნება ამის შემდეგ? როგორ შეიძლება ეს სცენარი გაგრძელდეს?

ვფიქრობ, ისინი ეცდებიან ამერიკელები ერაყიდან გააგდონ. ეს სტრატეგიული მიღწევა იქნება და მომდევნო 12-16 თვეში სრულიად შესაძლებელი სცენარია. ამით სირიაში ამერიკის პოზიცია დასუსტდება და ირანს კი სირიასთან სახმელეთო ხიდი გაუჩნდება, რომლითაც კონტროლის გარეშე შეძლებს სატვირთოებით იარაღის და სხვა ტვირთის გადაზიდვას. ეს მათთვის დიდი სტრატეგიული გამარჯვება იქნება.

ეს დამოკიდებულია ირანელებზე. გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად მოქნილი საიდუმლო ოპერაციების შესაძლებლობები აქვთ, შეიძლება ეს გზა აირჩიონ. ვფიქრობ, ისინი ეცდებიან ამერიკელები ერაყიდან გააგდონ. ეს სტრატეგიული მიღწევა იქნება და მომდევნო 12-16 თვეში სრულიად შესაძლებელი სცენარია. ამით სირიაში ამერიკის პოზიცია დასუსტდება და ირანს კი სირიასთან სახმელეთო ხიდი გაუჩნდება, რომლითაც კონტროლის გარეშე შეძლებს სატვირთოებით იარაღის და სხვა ტვირთის გადაზიდვას. ეს მათთვის დიდი სტრატეგიული გამარჯვება იქნება.

ქვეყნის შიგნით ირანის მოსახლეობას რა გაუჩენს კმაყოფილების განცდას? სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოგვდის. ერთის მხრივ გვესმის, რომ სოლეიმანის ხალხს ეშინოდა და ის სძულდათ. მეორეს მხრივ კი, მის დაკრძალვაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და მას გლოვობდა.

სოლეიმანზე ის უნდა ვიცოდეთ, რომ ის ძალიან კომპლექსური პერსონა იყო. იყო ძალიან ქარიზმატული და კარგად იცოდა როგორ დალაპარაკებოდა არა მარტო ირანელ შიიტებს, არამედ არაბ შიიტებსაც. ირანის საზოგადოების ერთ ნაწილს ის მოსწონდა და მას თაყვანს სცემდა. თუმცა, ასევე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ირანში ჰომეინის სიკვდილის შემდეგ უამრავი დემონსტრაცია ჩატარდა, რომლებიც მთავრობამ ძალის გამოყენებით ჩაახშო. ყოველ ათ წელიწადში ერთხელ, ირანის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მანამდე პრო-რევოლუციური იყო, სამყაროს აჩვენებს, რომ ანტი-რევოლუციური გახდა. ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ ეს იცის. ამ ბოლო დემონსტრაციების დროს, ამიტომაც მოკლეს 1000-ზე მეტი ადამიანი და მათ შორის ასობით ახალგაზრდა ქალი. მათ სურდათ ძალის ისეთი დემონსტრირება მოეხდინათ, რომ ადამიანებს კითხვები არ დარჩენოდათ იმაზე, თუ რეჟიმი ნებისმიერ ანტი-სამთავრობო მოძრაობას რამდენად მკაცრად გაუსწორდება. ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე ის, რომ სოლეიმანის სიკვდილის გამო, ის ადამიანები გაერთიანდნენ რეჟიმის მხარდასაჭერად, ვისაც ეს რეჟიმი სძულს.

რა შეიძლება იყოს რუსეთის პოზიცია რამდენიმე კვირაში ან თვეში?

რუსებს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ ისლამურ რესპუბლიკასთან. მათ სტრატეგიული კავშირები აქვთ სირიაში და ახლო სამხედრო ურთიერთობა აკავშირებთ. ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციები რომ დამთავრდეს, რაც შეიძლება ოქტომბერში მოხდეს, ეჭვი მაქვს, რომ რუსეთი ირანის უმსხვილესი იარაღის მიმწოდებელი იქნება.

საერთაშორისო სანქციების გამო, თეირანს ძალიან უჭირს ვალუტის მოპოვება. ვლადიმირ პუტინი კი საბჭოთა კავშირივით გულუხვი არ არის. მას იარაღის უფასოდ მიცემა არ მოსწონს და უნდა, რომ ირანმა იარაღში ფული გადაიხადოს.

თუმცა, ეს იმას ასკვნის, რომ ირანი ფულის მოძიებას შეძლებს. საერთაშორისო სანქციების გამო, თეირანს ძალიან უჭირს ვალუტის მოპოვება. ვლადიმირ პუტინი კი საბჭოთა კავშირივით გულუხვი არ არის. მას იარაღის უფასოდ მიცემა არ მოსწონს და უნდა, რომ ირანმა იარაღში ფული გადაიხადოს.

ირანს კი ახლა არ შეუძლია იარაღის ყიდვა.

სანქციების მიუხედავად, ირანი მაინც რჩება ნავთობით მდიდარ ქვეყნად და წესით იარაღის ყიდვა შეუძლია. თუმცა, მათ წინაშე არსებული ყველა გამოწვევის ფონზე, ეს მათთვის ძალიან რთული იქნება. არ მგონია, ვლადიმირ პუტინმა ისლამურ რესპუბლიკას ტანკები და გამანადგურებლები ყველასთვის დასანახად მიჰყიდოს. შეიძლება, თუმცა ეს საინტერესო კითხვაა.

ასეთ შემთხვევაში, რუსეთს ურთიერთობა გაურთულდება არა მარტო ამერიკასთან - რაც ჩემი აზრით, უკვე საკმაოდ რთულია - არამედ თურქეთთან, საუდის არაბეთთან, თუ ეგვიპტესთან, რომლებიც უკვე ყიდულობენ რუსულ იარაღს.

ვფიქრობ, პუტინი საკმაოდ კარგ პოზიციაშია. მისმა ახლო ურთიერთობამ ირანთან, ის ყველასთვის საჭირო მოთამაშედ აქცია. ყველას სურს პუტინთან საუბარი. რუსეთი არ არის ძლიერი სახელმწიფო ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ პუტინი ძალიან კარგ ხელს თამაშობს. ირანთან ალიანსში ყოფნამ ის რეგიონში სტრატეგიულ მოთამაშედ აქცია. არ მგონია, მას პრობლემა ჰქონდეს იარაღი ორივე მხარეს მიჰყიდოს, თუ ორივეს ამაში ფულის გადახდა შეუძლია.

იმ შემთხვევაში, თუ ეს კონფრონტაცია გაღრმავდა და ამის შესაძლებლობა არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკამ ირანში რეჟიმის შეცვლა გადაწყვიტა, რუსეთს რეგიონში ეს სტრატეგიული სტატუსი ჩამოერთმევა. თქვენი აზრით, ამ ეტაპზე რუსეთი მუშაობს ირანთან იმაზე, რომ ეს სცენარი თავიდან აიცილოს?

არ მგონია ირანელები საქართველოს, როგორც ბოროტების წყაროს ისე უყურებდნენ და არ მგონია ირანელები საქართველოს ისე ხედავდნენ, თითქოს ის ამერიკული ავიამზიდი იყოს, რომელსაც იარაღი ირანისკენ აქვს მიშვერილი. არ მგონია საქართველო ირანის მხრიდან რაიმე საფრთხის წინაშე იყოს.

ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინს სურს ისლამური რეპუბლიკა უცვლელად დარჩეს. თეოკრატიის ჩამოშლა ირანში ამერიკის ინტერესებს გააუმჯობესებს, რაც რუსეთისთვის ცუდი იქნება. მისი ინტერესები თეირანის რეჟიმის ინტერესებს ემთხვევა და არ მგონია ეს შეიცვალოს.

როგორ ფიქრობთ, ამერიკამ შეიძლება ირანში რეჟიმის შეცვლა სცადოს? თუ ეს უკიდურესად თეორიული მოსაზრებაა?

არ მგონია დონალდ ტრამპი რეჟიმების ცვლილების პოლიტიკას ეთანხმებოდეს. ეს რამდენადაც წარმოუდგენელი შეიძლება ჩანდეს, მას ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმება სურს. ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ტრამპმა რეჟიმის ცვლილებას მხარი დაუჭიროს, რადგან ეს მისი საარჩევნო დაპირება იყო. ეს კი ამერიკის პოზიციას ცოტა არ იყოს უცნაურ მდგომარეობას უქმნის. ამის გამო, ვფიქრობ ირანის მიმართ ამერიკის პოლიტიკაში ეს ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები დარჩება.

რა მესიჯს ატარებდა მიერ გენერლის მოკვლა ჩრდილოეთ კორეისთვის, ბაშარ ალ ასადისთვის ან სხვა მსგავსი რეჟიმებისთვის?

ვფიქრობ, საერთაშორისო დონეზე ეს ძლიერი მესიჯი იყო. მან ამერიკის ძალა მსოფლიო არენაზე საკმაოდ მძლავრად დააბრუნა. მსოფლიო შეეჩვია იმას, რომ ამერიკა საერთაშორისო დონეზე ძალიან ცოტას აკეთებდა. ირანი ნამდვილად არ ელოდებოდა იმას, რომ მის ყველაზე გავლენიან გენერალს გაანეიტრალებდნენ. დონალდ ტრამპი ამერიკის ძალას ნამდვილად არ იყენებდა საზღვარგარეთ. ამას არც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია აკეთებდა. საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმის მერე, რაც მსოფლიომ ამერიკის კუნთები დაინახა. ეს ვფიქრობ კარგი რამაა. რამდენად გააგრძელებს ტრამპი ამ პოლიტიკას, უცნობია. ამას უნდა დაველოდოთ და ვნახოთ.

შეშფოთება არ გეტყობათ.

არა. პირიქით, შვება ვიგრძენი.

შვების განცდას რა გიქმნით?

კარგია ის, რომ ამერიკა ასეთი ბოროტი ადამიანის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად მზადაა. ასეთი სამართლიანი მეთოდით ძალის გამოყენება არაა ცუდი. ეს მესიჯს უგზავნის ყველას, ვისაც ჩვენთვის ზიანის მოყენება სურს.

მოდით, მოკლედ საქართველოზეც ვისაუბროთ. საქართველო ამ რეგიონის ქვეყანაა და ირანთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს. შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია... და ასეთი რამ ხდება. საქართველო ირანსა და ამერიკას შორისაა მოქცეული და რა თქმა უნდა, აქ რუსეთიცაა.

რუსეთთან ყოველთვის ცუდადაა მოქცეული...

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ირანსა და ამერიკას შორის კონფრონტაციასთან გვაქვს საქმე, რის გაკეთება შეუძლია საქართველოს, რა უნდა გააკეთოს საქართველომ?

საქართველომ ის უნდა გააკეთოს, რასაც საქართველო ხშირად აკეთებს - უბრალოდ თავი ზედმეტად არ აწიოს. არ მგონია, ირანელები საქართველოს, როგორც ბოროტების წყაროს ისე უყურებდნენ და არ მგონია, ირანელები საქართველოს ისე ხედავდნენ, თითქოს ის ამერიკული ავიამზიდი იყოს, რომელსაც იარაღი ირანისკენ აქვს მიშვერილი. არ მგონია, საქართველო ირანის მხრიდან რაიმე საფრთხის წინაშე იყოს. საქართველომ რაზეც უნდა იზრუნოს, ისაა, რომ ირანელებს არ მისცეს საშუალება, საქართველო მათთვის სანქცირებული პროდუქციის მისაღებად წარმატებით გამოიყენონ. ამ მხრივ, სანქციების თავის ასარიდებლად, ირანელებს კავკასიის - საქართველოს და აზერბაიჯანის - გამოყენება მოსახერხებლად მიაჩნიათ. ეს არ გულისხმობს იმას, რომ მთავრობამ ამის შესახებ იცის. პირიქით, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი რადარებს მიღმა ხდება. ეს ისეთი რამაა, რაც კავკასიის ქვეყნებს ირანისთვის მნიშვნელოვანს ხდის. ეს სხვა თემაა და ის მიმდინარე საკითხს არ უკავშირდება.

ანუ ახლა თავი მაღლა არ აწიოს და არაფერი გააკეთოს?

დიახ, ეს ყველაზე საღი აზრი იქნება.

დაძაბულობა ირანთან: ინტერვიუ რუელ გერეხტთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:18 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG