რა არის რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდის მიზანი და როგორ იყენებს მედია საშუალებებს კრემლი? ამ თემებზე „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს, დეივიდ სეტერს ესაუბრა. ის პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთიდან ცივი ომის შემდეგ გააძევეს.
თავდაპირველად თქვენს წიგნზე მოგვიყევით, რომელიც რამდენიმე თვეში გამოიცემა. წიგნის სათაურია „ნაკლები იცი, უკეთ გძინავს“, რის ახსნას ცდილობთ ამ ცნობილი რუსული გამოთქმით?
„ნაკლები იცი, უკეთ გძინავს - რუსეთის გზა ტერორიზმისკენ იელცინის და პუტინის მმართველობის ქვეშ“ - ამ წიგნში ვცდილობ ავხსნა როგორ იქცა აგრესორ სახელმწიფოდ და დიქტატურად რუსეთი, სადაც კომუნიზმი მშვიდობიანი რევოლუციით დასრულდა. 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ბევრი მიიჩნევდა, რომ რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფო და დასავლეთის მოკავშირე გახდებოდა, საუბრობდნენ რუსეთის და შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
იელცინს განიხილავდნენ როგორც დიდ დემოკრატ ლიდერს. ეს მოლოდინი გაქრა, მაგრამ მაშინ ეს ფართოდ გავრცელებული აზრი იყო. საჭიროდ ჩავთვალე ამეხსნა, რომ რუსეთის დიქტატურად ჩამოყალიბებაში წვლილი კონკრეტულმა ადამიანებმა და მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიტანეს.
იელცინზე, როგორც დიქტატორზე, ხშირად არ საუბრობენ, თქვენ ერთგვარად ახალ დისკუსიას იწყებთ. რატომ უწოდებთ მას დიქტატორს?
მასკარადი დასრულდა. რუსეთის მთავრობა არც აქამდე წუხდა დემოკრატიულ სისტემებზე, მაგრამ ცდილობდა მოჩვენებითი დემოკრატია შეექმნა და ამის ნაწილი იყო ქვეყანაში დასავლელი ჟურნალისტების ყოლა.
იელცინმა ძალით დაშალა ქვეყნის პარლამენტი, ბრძანება გასცა გროზნოს მიწასთან გასწორებაზე, რომელიც ხუთ კვირას გაგრძელდა და რომელსაც ათასობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მისივე მმართველობის ქვეშ მოხდა მოსკოვში ცნობილი აფეთქებები საცხოვრებელ კორპუსებში, რომელიც მოგვიანებით კიდევ ერთი ომის გასამართლებად იქნა გამოყენებული, არ არსებობდა ძალთა ბალანსი ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ძალაუფლება კრიმინალების ხელში იყო.
შეიძლება ვიდავოთ ტერმინზე და ვთქვათ, რომ დიქტატორი ზუსტად არ შეეფერება მას, მაგრამ ის ნამდვილად არ იყო დემოკრატიული ლიდერი და ეს დასავლეთმა უნდა აღიაროს. არა აქვს მნიშვნელობა დიქტატორს უწოდებ, ავტორიტარულ ლიდერს თუ არადემოკრატიულ ლიდერს, ცხადია, რომ იელცინი არ იყო ისეთი ლიბერალური, პროგრესული და დემოკრატიული ლიდერი, როგორადაც მას დასავლეთი ხედავდა. ეს უნდა ითქვას. ხალხი ხვდება, რომ პუტინი საშიშია, მაგრამ ისინი არ აცნობიერებენ საიდან მოდის ეს ყველაფერი.
რატომ მოხდა ასე, იმიტომ ხომ არა, რომ პუტინი მოსალოდნელ ნორმებს და ზღვარს გასცდა?
პოლიტიკური მიზნით პროვოკაციები, რომლებსაც პუტინი იყენებს, სწორედ იელცინის დროს დამკვიდრდა, როგორიც მაგალითად “ოსტანკინოს” სატელევიზიო ანძაზე 1993 წლის სისხლისღვრა იყო. იელცინისგან განსხვავებით პუტინმა ქაოსური, დანაშაულებრივი და მოშლილი რეჟიმი ჩაიბარა და ის ორგანიზებულ, ეფექტურ ავტოკრატიად აქცია. მაგრამ დემოკრატია პუტინს არ გაუნადგურებია, დემოკრატია მას უკვე დანგრეული დახვდა.
თუმცა თქვენ მაინც შეგეძლოთ ქვეყანაში ყოფნა, მოვლენების გაშუქება და მთავრობის კრიტიკა. თქვენთვის ეს, ალბათ, არაერთხელ უკითხავთ, რატომ გახდა აუცილებელი თქვენი რუსეთიდან გაძევება?
მასკარადი დასრულდა. რუსეთის მთავრობა არც აქამდე წუხდა დემოკრატიულ სისტემებზე, მაგრამ ცდილობდა მოჩვენებითი დემოკრატია შეექმნა და ამის ნაწილი იყო ქვეყანაში დასავლელი ჟურნალისტების ყოლა, რომლებიც რუსეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.
რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ხშირად უსვამდნენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ცივი ომის შემდეგ რუსეთს არც ერთი ამერიკელი ჟურნალისტი ქვეყნიდან არ გაუძევებია. ხშირად ჩემზე პერსონალურად მიუთითებდნენ, რომ მე ვიყავი იმის მაგალითი თუ როგორ გუობდა რუსეთი კრიტიკას. მთელი ეს წლები მე თავისუფლად ჩავდიოდი რუსეთში, რაც ბევრს ძალიან უკვირდა.
რა შეიცვალა?
მას შემდეგ, რაც უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ ანტი-კრიმინალური რევოლუცია დაიწყო, რუსეთის რეჟიმს შეეშინდა. ევრო-მაიდანზე რუსეთმა ნახა, რომ თვით-ორგანიზებულ, სპონტანურ მასობრივ დემონსტრაციას ძალაუფლების მონოპოლისტი ხელისუფლების მოშორება შეუძლია, ისე როგორც ეს კიევში მოხდა. მაიდანმა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები მმართველობის სტაბილურობაზე დააფიქრა. მანამდე ისინი მზად იყვნენ ფასადისთვის კრიტიკის გარკვეული დოზა აეტანათ, მაიდანის შემდეგ კი ამ რისკზე ვეღარ წავიდოდნენ და მზად იყვნენ ფასადი გაეწირათ.
თანამედროვე რუსულ მედიას ხშირად ადარებენ ცივი ომის დროინდელ საბჭოთა პროპაგანდას. თქვენი აზრით, როგორ პასუხობს ამ გამოწვევას დასავლეთი?
იელცინისგან განსხვავებით პუტინმა ქაოსური, დანაშაულებრივი და მოშლილი რეჟიმი ჩაიბარა და ის ორგანიზებულ, ეფექტურ ავტოკრატიად აქცია. მაგრამ დემოკრატია პუტინს არ გაუნადგურებია, დემოკრატია მას უკვე დანგრეული დახვდა.
რუსეთის მთავრობა ცდილობს ძირი გამოუთხაროს დასავლურ ქვეყნებს და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, როგორიცაა საქართველო. ისინი აცნობიერებენ, რომ იმიჯი შელახული აქვთ. საბჭოთა კავშირი ინფორმაციაზე წვდომას აკონტროლებდა და ცდილობდა დანარჩენი სამყაროსთვის საბჭოთა კავშირზე მცდარი დადებითი იმიჯი შეექმნა. რუსეთმა იცის, რომ დღეს იგივეს ვერ იზამს, ამიტომ ამ მიზანს მოეშვა და საზოგადოებებში შიდა კონფლიქტებს წააქეზებს. ასევე ცდილობს დასავლეთი, დასავლური აზროვნება და დასავლელი ლიდერები უარყოფითად წარმოაჩინოს.
რუსეთის ამ პოლიტიკას თან ახლავს ევროპაში მემარჯვენეების მხარდაჭერა, რითაც დასავლეთი სუსტდება და ის კარგავს უნარს მორალური სტანდარტებით წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას.
კრემლის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ტელევიზია Russia Today-ა, თქვენი აზრით ახერხებს ტელევიზია ერთგვარი “ალტერნატიული რეალობის” შექმნას?
რუსულ მედიას დიდი გავლენა ჰქონდა უკრაინის კონფლიქტის დროს, განსაკუთრებით უკრაინის ეთნიკურად რუს მოსახლეობაზე. რუსულმა მედიამ მოვლენების დამახინჯებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზრის შექმნასა და ხალხის მობილიზებაში. სწორედ ასე მოახერხა მან ათასობით მეომრის მობილიზება აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ ტიპის პროპაგანდა შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს კონფლიქტის ზონის მიღმა, მაგრამ კონფლიქტის ზონაში ის მხდარ აზრს აყალიბებდა.
მაშინ როცა მსხვილი საერთაშორისო მედია ორგანიზაციები ხურავენ რეგიონულ ბიუროებს და ამცირებენ საერთაშორისო მოვლენების გაშუქებას, RT საზღვრებს ზრდის, მისი ყურება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკვე რამდენიმე ენაზეა შესაძლებელი. რა არის მისი მიზანი?
რა არის არხ Russia Today-ს მთავარი მიზანი? მისი მთავარი მიზანი რუსეთის ლიდერების მიზნების მხარდაჭერაა, მათი მიზანი კი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ადამიანების ეს მცირე ჯგუფი ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვდა და უზარმაზარი ქვეყნის სათავეები ჩაიგდო ხელში. ამ ჯგუფმა ეს შანსი გამოიყენა, რაც მათ ყველაზე წარმოსახვით ოცნებებსაც სცდებოდა და ახლა ამ ძალაუფლების დაკარგვას არ აპირებენ. მათ საკუთარი ხალხის ეშინიათ.
Russia Today და მთელი რუსული პროპაგანდის სისტემა მობილიზებულია იმისთვის, რომ ეს ჯგუფი მთავრობაში დარჩეს. მათი მიზანი რუსეთის სახელმწიფოს ან ხალხის ინტერესების დაცვა არ არის. ეს ჯგუფი რუს ხალხს ან რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს არ ემსახურება.
როგორ წარმოდგიდგენიათ კრემლის პროპაგანდის მომავალი ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში, როცა ადამიანებს ინფორმაციის ერთზე მეტ წყაროზე აქვთ წვდომა?
ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში რუსულ პროპაგანდას დიდი მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ მას აკლია დამაჯერებელი მესიჯი. ეს 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირი აღარ არის, როცა ხალხს მართლა სჯეროდა რომ კომუნიზმი მათ ნათელ მომავალს სთავაზობდა. დღეს რუსეთს ცოტა რამ თუ აქვს შესათავაზებელი. ამიტომაც ის მუდმივად თითს იშვერს დასავლური საზოგადოებების სისუსტეებზე და ნაკლოვანებებზე, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის რუსეთი ასე კონცენტრირებული ჰომოსექსუალების უფლებებზე ან სხვა მსგავს საკითხებზე, იმიტომ რომ მას არაფერი აქვს შესათავაზებელი და ერთგვარად მორალური ავტორიტეტის როლს ირგებს.