ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ფლირტი მოსკოვთან” და საქართველოს "მრავალვექტორიანი" საგარეო პოლიტიკა


ინტერვიუ დონალდ ჯენსენთან, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევართან და წარსულში რადიო თავისუფლების ერთ-ერთ ხელმძღვანელთან. მას ვაშინგტონში ნანა საჯაია ესაუბრა.

ამერიკის ხმა: უკანასკნელ პერიოდში მომსწრე გავხდით იმის, რომ რუსული პროპაგანდა აღწევს ისეთ სივრცეებში, რომლებსაც გაცხადებულად დასავლური ორიენტაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები ჰქონდათ, როგორიცაა მაგალითად საქართველო. რას ამბობს ეს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის კურსზე?

დონალდ ჯენსენი: მე წარსულში დიპლომატი ვიყავი და არ მიყვარს მოკავშირეებზე, მეგობრებზე, ქვეყნებზე კომენტირება. ვფიქრობ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში არსებობს იმპულსების მთელი რიგი, რომელთა ნაწილიც რუსეთს უფრო ძლიერ როლს ანიჭებს, ვიდრე ეს ამ იმპულსების გარეშე იქნებოდა. არსებობს ბიზნეს კავშირები რუსეთთან, არის კორუფცია, რომელსაც რუსეთი წაახალისებს, არსებობს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და საზოგადოების ნაწილი, რომელიც უფრო ღიაა რუსული მესიჯების მისაღებად. მთლიანობაში ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოებას აზიანებს, და დასავლეთიც, რაღაც გაგებით, დაიღალა ამ ყველაფრისგან.

საქართველო თავისი უახლესი ისტორიის გამო არ არის ისეთი მშვიდი და კონსოლიდირებული დემოკრატია, როგორიც მაგალითად პოლონეთია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი თქვას, რომ საქართველო მზად არ არის.

ამერიკის ხმა: ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან მედია საშუალებები, რომლებიც ღიად ანტი-დასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ და ამავდროულად გამოირჩევიან ქსენოფობიური თუ ჰომოფობიური განცხადებებით. რატომ შეიძლება ამას პრო-დასავლური ხელისუფლება აკეთებდეს?

ივანიშვილის არჩევნები ვაშინგტონში ბევრს აფიქრებდა, იმიტომ რომ ეს არ იყო ლიდერის რიგითი ცვლა, როგორც ეს მოხდებოდა პოლონეთში ან ჩეხეთის რესპუბლიკაში. ეს დიდი ცვლილება იყო, რაც ერთგვარი მესიჯი იყო იმის შესახებ, რომ საქართველოს საზოგადოება დაყოფილია ქვეყნის ორიენტაციის საკითხზე.

დონალდ ჯენსენი: კარგი ახსნა შეიძლება იყოს, რომ ისინი ცდილობენ საგარეო გავლენების დაბალანსებას, რომ ქართველები არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებულნი თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ამ ამბავში ცუდი ის არის, რომ შესაძლოა საქართველოს მმართველობის ნაწილი ხალხისგან განსხვავებით არ იზიარებს ქვეყნის დასავლურ კურსს.

ივანიშვილის არჩევნები ვაშინგტონში ბევრს აფიქრებდა, იმიტომ რომ ეს არ იყო ლიდერის რიგითი ცვლა, როგორც ეს მოხდებოდა პოლონეთში ან ჩეხეთის რესპუბლიკაში. ეს დიდი ცვლილება იყო, რაც ერთგვარი მესიჯი იყო იმის შესახებ, რომ საქართველოს საზოგადოება დაყოფილია ქვეყნის ორიენტაციის საკითხზე.

საქართველოს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას დასავლეთთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვს უსაფრთხოების სფეროში, რაც საქართველოს ეხმარება.

ამერიკის ხმა: ფიქრობთ რომ საქართველოს პრო-დასავლური კურსი იცვლება?

დონალდ ჯენსენი: მოკლე-ვადიან პერსპექტივაში არა, იქნება სირთულეები, დამარცხებები, მიხვეულ-მოხვეული გზები, მაგრამ მგონია, რომ საქართველოს მთავარი კურსი მაინც დასავლეთი იქნება. თუმცა არ ვარ დარწმუნებული საქართველოს სრულ ინტეგრაციაში. ვაშინგტონშიც ბევრისგან მოისმენთ, რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს სიმშვიდე თავისი საზღვრების ირგვლივ, მე მათ არ ვეთანხმები, მაგრამ არსებობს ასეთი აზრიც.

მოსალოდნელია საქართველომ კიდევ გარკვეული დრო ევრო-კავშირის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში იცხოვროს, ან თურქეთის მსგავსად მას ჰქონდეთ ნატოს დაპირებული წევრობა, მაგრამ ეს არ მოხდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი საქართველოს კურსს მაინც დასავლეთისკენ ვხედავ.

ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჰყავდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მთავრობაზე წნეხს გააგრძელებს.

ამერიკის ხმა: რომელიც უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ გადხა მთავრობის კრიტიკის საგანი…

დონალდ ჯენსენი: ასეა, ამიტომაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რათა მათ გააგრძელონ ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისთვის მუშაობა, სხვა შემთხვევაში იქნება ვითარება, როცა მთავრობაში გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით მიიღებენ და ეს მაინცდამაინც ქართველი ხალხის ნების შესაბამისი არ იქნება.

ამერიკის ხმა: ენ-დი-აის უკანასკნელი კვლევების მიხედვით მოსახლეობის მესამედი მხარს უჭერს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. რამდენად შეეფერება ეს ევრო-ატლანტიკური ამბიციების მქონე ქვეყანას?

დონალდ ჯენსენი: ვწუხვარ რომ ასეა. თუმცა ეს მესამედია, რაც ნიშნავს, რომ დანარჩენ 70%-ს არ სურს ევრაზიული კავშირი. თანამედროვე პლურალისტულ ქვეყანაში ეს საგანგაშო მაჩვენებელია, ვიმედოვნებთ მაჩვენებელი არ გაიზრდება. ვფიქრობ მთავრობას და დასავლეთს ძალუძთ ამ მაჩვენებლის მართვა.

ვერ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ყველანი შევთანხმდებით, მაგრამ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მთავრობა თანმიმდევრულად იმუშავებს რუსული გავლენების აღმოსაფხვრელად, რათა აჩვენოს დასავლეთის უპირატესობა და ის, რომ რუსეთთან სიახლოვეს სასიკეთო არაფერი მოაქვს.

ამერიკის ხმა: ეს მაჩვენებელი ერთ დღეს არ შეცვლილა და უკვე მერამდენე წელია მყარია. რას იტყვით ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ დადებულ პირობაზე, რომ საქართველო მისი მმართველობის პირობებში აღარ იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი? რა როლი უჭირავს მსგავს განცხადებებს?

მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რათა მათ გააგრძელონ ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისთვის მუშაობა, სხვა შემთხვევაში იქნება ვითარება, როცა მთავრობაში გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით მიიღებენ და ეს მაინცდამაინც ქართველი ხალხის ნების შესაბამისი არ იქნება

დონალდ ჯენსენი: და ეს ბევრისთვის მიმზიდველიცაა. საქართველო ყოველთვის იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი. სარისკოა საქართველოს მიერ ბუნდოვანი სტატუსის შენარჩუნება, როგორც ეს ახლა ხდება. შესაძლებელია მთავრობაში სურდეთ ამ ბუნდოვანების შენარჩუნება, როგორც თვითონ ამბობენ, ბალანსისთვის, მაგრამ ამავდროულად მმართველობის შესანარჩუნებლადაც. არ ვფიქრობ ეს საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი სტატუსი იყოს, იმიტომ რომ რუსეთი დათმობას არ აპირებს თუ კი არ დარწმუნდება, რომ მის ბანაკში საქართველოს გაწევრიანების შანსი არ აქვს.

ამ კონკრეტულ საკითხს [ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება] საზოგადოების ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა. სავსებით შესაძლებელია ამ სწრაფად გაზრდილი მაჩვენებლის სწრაფადვე შემცირება თუკი მთავრობა მოსახლეობას დასავლეთის უპირატესობას დაანახებს.

ეს მაჩვენებელი საგანგაშოა, მაგრამ მართვადი, თუ მთავრობა თანდმიმდევრულ და დასავლურ პოლიტიკას გაატარებს.

ამერიკის ხმა: ვთქვათ, საქართველოს მთავრობა არის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგული, რა მოლოდინებს უნდა აკმაყოფილებდეს ის საამისოდ?

ამერიკის ხმა: პრო-დასავლური მთავრობისგან საჭიროა უფრო ზუსტი პოლიტიკა, წესების დაცვა, განსაკუთრებით ეს კორუფციასთან ბრძოლას და მოსკოვთან ფლირტს ეხება. თავისუფალი ბაზრის პირობებში რუსულ ბიზნესს ქვეყნიდან ვერ გააძევებ, მაგრამ უპრიანი იქნებოდა მეტი სიფრთხილის გამოჩენა.

იმიტომ რომ მოსკოვს საქართველოს იმაზე მეტად დაპრყობა აღარ ჭირდება, რაც უკვე დაიპყრო, მოსკოვისთვის საკმარისია საქართველო ახლოს ჰყავდეს. არ ვფიქრობ, რომ პუტინი საქართველოსადმი ამერიკის სამხედრო ერთგულებას გამოსცდის, მაგრამ ის დაიახლოვებს საქართველოს, ნელ-ნელა მკერდთან მიიკრავს. ამის ნიშნები უკვე არსებობს, და ახლა ყველა სწორედ ამაზე უნდა წუხდეს.

ამერიკის ხმა: რატომ ფლირტი?

დონალდ ჯენსენი: შესაძლებელია პოლიტიკოსს სურდეს ახლო კავშირების ქონა ბრიუსელთან, ვაშინგტონთან და მოსკოვთან, ამას შეიძლება მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა ვუწოდოთ, ან შეიძლება პოლიტიკოსი ამას საზოგადოების მოტყუების მიზნით აკეთებდეს, ზოგჯერ ეს ასევე კარგი საშუალებაა მოსკოვთან დასაახლოვებლად - მაშინ როცა ამის საჭიროება რეალურად არ არსებობს, ამას ვუწოდებ ფლირტს.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით საქართველოში აქედან რომელთან გავქვს საქმე?

დონალდ ჯენსენი: ალბათ უფრო სამივესთან ერთად.

XS
SM
MD
LG