ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დივერსიები რუსული სცენარის მიხედვით


საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მარტო არაა და მის მსგავს მდგომარეობაში, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის თვალსაზრისით, არაერთი პოსტ საბჭოთა ქვეყანაა. ლიტვა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნატოს წევრი ქვეყანაა, რუსული საფრთხისგან თავს დაცულად მაინც არ გრძნობს.

ოდრიუს სკაისტისი, დოქტორი, ვილნიუსის სახელმწიფო ზედამხედველი ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს:

„როდესაც ლიტვა ნატოს წევრი გახდა, იმ პერიოდში ყველა ფიქრობდა, რომ ჩაწყნარდებოდა სიტუაცია, არ იქნებოდა არანაირი ომი, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი გამოვიდა შეთანხმებიდან ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ, მე მაშინვე ვთქვი, რომ რაღაც იქნებოდა. რამდენიმე თვეში კიდეც დაიწყო ომი საქართველოსთან. იმ პერიოდში ჩვენთან ეწყობოდა უამრავი კონფერენცია, სემინარი, ჩამოდიოდნენ ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან და ამბობდნენ: ალბათ ახლა სიტუაცია ჩაწყნარდებაო, მაგრამ მე ამის არ მჯეროდა. ვხედავდი, რომ რუსული არმია სრულიად სხვაგვარად იწყებს ომს. ისინი ბრძოლისთვის ისე ემზადებოდნენ, რომ ვფიქრობდი, იქნებოდა სხვა კამპანიებიც. მაგრამ ჩვენთან, ადგილობრივი ექსპერტები საწინააღმდეგოს ფიქრობდნენ, ამბობდნენ, ახლა აღარაფერი იქნებაო. თუმცა ომმა ყირიმში აჩვენა, რომ ყველაფერიც იქნება და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. მომავლის წინასწარმეტყველება, რა თქმა უნდა, რთულია და ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან ნატოს წევრი ქვეყნები და სხვა. რუსეთი თუ დაინახავს, რომ არსებობს სუსტი წერტილი, ამას, რა თქმა უნდა გამოიყენებს. თუ ვერ აღმოაჩენს სუსტ წერტილს იქნებ შეჩერდეს, ოღონდ დროებით, და ეს დრო ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება. ჩვენ, რა თქმა უნდა ვემზადებით და არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების მოწყობის თვალსაზრისითაა გამოხატული ეს მზადება. ადამიანები, ვინც აქამდე ფიქრობდა, რომ არ იყო საჭირო 2 პროცენტის გამოყოფა თავდაცვის ბიუჯეტისთვის, ახლა სხვაგვარად ფიქრობენ. უბრალო ხალხს შეეცვალა დამოკიდებულებები და შეხედულებები და და ყველამ კარგად გააცნობიერა, რომ ის, რასაც ჩვენ 25 წლის განმავლობაში ვაშენებდით, შესაძლოა ერთ დღესაც თავზე დაგვენგრეს და აღმოჩნდეს, რომ ისევ გვჭირდება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.“

რა საფრთხეებს ხედავენ ლიტველები რუსეთის მხრიდან, ამის შესახებ საინფორმაციო ოპერაციების ხელმძღვანელი, გადამდგარი კაპიტანი აურიმას ნავისი ამერიკის ხმასთან საუბრობს და დივერსიის ვერსიებს განიხილავს:

„პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენ, რა თქმა უნდა, საომარი თვალსაზრისით საფრთხეზე ვფიქრობთ, შეიძლება ეს ზუსტად იმგვარი არ იყოს, როგორც, ვქვათ, ამას ადგილი ჰქონდა უკრაინაში, მაგრამ პროვოკაციები რუსეთის მხრიდან,სწორედაც რომ მოსალოდნელია. მაგალითად, ჩვენ გვაქვს პატარა მდინარე კალინინგრადთან. ერთ ღამესაც თუ ამ მდინარეზე ორი ტანკი გადმოვიდა ღამით და დადგა მეორე ნაპირზე,ლიტვის პატარა ქალაქში, მისმა ჯარისკაცებმა კი თქვეს, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს, რა თქმა უნდა, იქნებაპროვოკაცია, მაგრამ როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ჩვენ, ამ შემთხვევაში? გასაგებია, რომ ნატოს წევრები ვართ და მეხუთე მუხლი გვიცავს, მაგრამ ეს ხომ არ არის საომარი მოქმედება. უბრალოდ, დგას ორი ტანკი, არ ომობს, თავს არავის ესხმის,აცხადებს, რომ სურს მოქალაქეების დაცვა. უბრალოდ, რომწარმოვიდგინოთ სცენარები, თუ მოვლენების როგორ განვითარებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ესაა პროპაგანდა.ყირიმშიც ასე იყო, დონბასშიც. ლიტვისთვისაცშეიძლება საბაბის გამოძებნა. პუტინი უბრალოდ იტყვის, რომ იცავს რუსულენოვან მოსახლეობას. ასე რომ, დივერსიები, პროპაგანდიდან გამომდინარე, სავსებით მოსალოდნელია.“

რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობიდან გამომდინარე, იგი კისრულობს ვალდებულებას დაიცვას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და არა მხოლოდ მოქალაქეები,მოქალაქეების ნათესავები და უფრო მეტიც: ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რუსული კულტურა უყვარს. კანონმდებლობის ეს ნორმა შფოთვის საფუძველს არაერთ სახელმწიფოს აძლევს.

XS
SM
MD
LG