ინდოეთმა შორი-რადიუსის რაკეტის გაშვების ტესტირების შესახებ განცხადება გააკეთა. რაკეტაზე ბირთვული ქობინების განლაგება იქნება შესაძლებელი, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინამდეც კი მიაღწევს. ინდოეთის თავდაცვის კვლევისა და განვითერბის ორგანიზაციის პრესსპიკერის, რავი გუპთას განცხადებით, ქვეყნის სტრატეგიული შესაძლებლობების სფეროში მნიშვნელოვანი ნახyომი იქნება.
"აგნი-V"-ს მოქმედების რადიუსი 5000 კილომეტრია. გასროლა ოთხშაბათს საღამოსთვის იყო დაგეგმილი თუმცა უამინდობის გამო ხუთშაბათამდე გადაიდო. ოფიციალური პირების განცხადებით, რაკეტის ტესტირება საფრთხედ არ უნდა მოიაზრებოდე, ვინაიდან ის არავის წინააღმდეგ არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.