ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ინდოეთის დარწმუნებას ცდილობს


ინდოეთი დასავლეთის მიერ ირანულ ბანკებზე დაწესებული სანქციების წანააღმდეგია.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ინდოეთში იმყოფება, სადაც ეცდება ქვეყნის ხელისუფლება დაარწმუნოს იმაში, რომ ირანიდან იმპორტირებული ნავთობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამციროს.

კლინტონი ინდოეთში ბანგლადეშსა და ჩინეთში ოფიციალური ვიზიტების დასრულების შემდეგ ჩავიდა.

დასავლეთის მიერ ირანზე სანქციების დაწესების შემდეგ, ინდოეთმა ირანული ნავთობის იმპორტი შეამცირა, მაგრამ უმნიშვნელო რაოდენობით. ინდოეთის სწრაფად მზარდი ეკონომიკის გამო, ქვეყნის ხელისუფლება უარს აცხადებს დამატებით შემცირებებზე. გარდა ამისა, ინდოეთი დასავლეთის მიერ ირანულ ბანკებზე დაწესებული სანქციების წანააღმდეგიცაა.

XS
SM
MD
LG