მოლდოვას უდიდესი მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, რომელიც რუსულ ეკლესიას ექვემდებარება, ჩივის რომ ავიწროებენ.
უკრაინასა და რუმინეთს შორის მოქცეული ქვეყნის მცხოვრებთა 90%-ზე მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანია. თუმცა, ორი დაპირისპირებული ეკლესია შობას სხვადასხვა დღეს 25 დეკემბერსა და 7 იანვარს აღნიშნავს.
რუსეთთან დაკავშირებული ქვეყნის ყველაზე დიდი ეკლესიის მიტროპოლიტი ვლადიმერი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ "პოლიტიკური მხარდაჭერით გაძლიერებული" მედია ეკლესიაში განხეთქილებას აღვივებს.
ვლადიმირის ეკლესიის მოლდოვის მიტროპოლიამ გასულ თვეში კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის მხრიდან უკრაინაში ომის მხარდაჭერას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პროტესტი მოჰყვა.
ეკლესია შობას 7 იანვარს აღნიშნავს. თუმცა მას კონკურენციას უწევს ბესარაბიის მიტროპოლია, რომელიც რუმინულ ეკლესიას ექვემდებარება და რომელმაც მეტოქე ეკლესიიდან წამოსული 60-ზე მეტი მღვდელი მიიღო. ბესარაბიის მიტროპოლია შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
„ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იბილწება მოლდოვის ეკლესიის იმიჯი ჩვენს ეროვნულ საინფორმაციო სივრცეში, რომელიც გაძლიერებულია პოლიტიკური მხარდაჭერით“, - თქვა ვლადიმერმა ინტერვიუში, რომელიც მისი ეკლესიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
მღვდლებს, რომლებიც ტოვებდნენ ერთ ეკლესიას მეორესთვის, „აკლდათ გამჭრიახობა და რწმენა (და) ხელს უწყობდნენ ქრისტეს ეკლესიის ერთიანობის განადგურებას“, - თქვა მან.
25 დეკემბერი და 7 იანვარი მოლდოვაში სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაკავშირებულ ეკლესიას უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს, უფროდაუფრო მეტი მოლდოველი გადადის შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნაზე.
უკრაინის უდიდესმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობა წელს 25 დეკემბრს აღნიშნა და ეს თარიღი სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. რუსეთი და მისი მართლმადიდებლური ეკლესია შობას ძველი კალენდრით, 7 იანვარს აღნიშნავს.
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ, ცდილობს, რომ საჯაროდ თავი შეიკავოს ორი ეკლესიისა და მათი მრევლის დებატებში მონაწილეობისგან. მან გვერდი აუარა კვირას კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ თავად როდის აღნიშნავს შობას და თქვა, რომ 25 დეკემბერს თავის უახლოეს ოჯახთან ერთად კიშინიოვში შეხვდება და 7 იანვარს კი მშობლიურ სოფელში რუმინეთის საზღვართან ახლოს აღნიშნავს.
Facebook Forum