საიმიგრაციო რეფორმა, საზღვრების მკაცრი დაცვა და თვით-დეპორტაცია - ეს ის ტერმინებია, რომელთაც ამერიკაში ხშირად იყენებენ ისეთ წინააღმდეგობრივ საკითხზე საუბრისას, როგორიცაა უკანონო ემიგრაციის თემა ამერიკაში. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ამომრჩეველი კანდიდატებისგან უფრო ნათელ განმარტებებს ითხოვს. როგორ უნდა მოხდეს 11 მილიონი უსაბუთო ემიგრანტის ქვეყენაში ყოფნის უფლებით უზრუნველყოფა?
რიგით მეორე დაბატების დროს ბარაკ ობამა და მიტ რომნი ემიგრაციასთან დაკავშირებით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კანდიდატები რეფორმის აუცილებელობაზე საუბრობენ, თუმცა ცვლილების განხორციელებაზე მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ:
„მე ამნისტიას ქვეყანაში უკანონოდ შემოსულ პირებს არ მივანიჭებ, ჩემს გეგმაში მათთვის სამუშაო საბუთის შემოწმების სისტემის ჩამოყალიბება იქნება. იმ დამქირავებელზე, რომელიც მსგავს იმიგრანტებს აიყვანს სამსახურში, სპეციალური სანქციები დაწესდება,“ - აცხადებს მიტ რომნი
კეტრინ ვარგასი ეროვნული საიმეგრაციო ფორუმის კომუნიკაციების დირექტორია. მისი განცხადებით, რესპუბლიკელი კანდიდატი კონკრეტიკას გაურბის: „რომნი აცხადებს, რომ ის პრო-იმიგრაციული გადაწყვეტილების მომხრეა. მაგრამ რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამის შესახებ არაფერს ამბობს. თვით-დეპორტაცია არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზას. სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან. ვიცით, რომ რომნი მხარს უჭერს იმ სტუდენტებისთვის მუდმივი საცხოვრებელი უფლების მინიჭებას, რომლებიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პროფილით დაამთავრებენ ინსტიტუტს. თუმცა, რას უპირებს აშშ-ში უკვე მცხოვრებ 11 მილიონ უსაბუთო იმიგრანტს, ამაზე ის არ საუბრობს.“
ამასთან, რესპუბლიკელი კანდიდატის მისამართით კრიტიკა ისმის იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეიცვალა და შეარბილა პოზიციები იმაგრაციასთან დაკავშირებით. მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დორის მეისნერი ამის შესახებ ამბობს:
„რომნი აცხადებს, რომ კონგრსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემხრობა. გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის ბოლომდე მიიყვანს საემიგრაციო კანონს. თუმცა, როდესაც მას ეკითხებიან იმიგრანტებისთვის მუდმივი კანონიერი სტატუსის მინიჭების შესახებ, ეს სტატუსი მისი აზრით, მხოლოდ სამხედრო სამსახურში მოღვაწე პირებზე უნდა ვრცელდებოდეს."
პრეზიდენტი ობამა, რომელმაც 2008 წლის არჩევნებში იმიგრნტთა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, უკანასკნელ დროს სულ უფრო ხშირად ხდება კრიტიკის სამიზნე. ძირითადი პრეტენზიები მის მიმართ საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობას უკავშირდება. კრეძოდ, საიმიგრაციო რეფორმის კანონის მიღება მისი პრეზიდენტობის პირველივე ვადაში:
„ჩვენ ვერ დავინეხეთ პრეზიდენტის ძალისხმევა ამ კუთხით. როგორ აპირებს ის ყოვლისმომცველი რეფორმის მიღებას. ის ხომ რეფორმის მიღებას პირველ საპრეზიდენტო ვადაში შეგვპირდა. პირველ რიგში გვაინტერესებს, როგორ უნდა მოიგოს რესპუბლიკელთა მხარდაჭერა. იმისათვის, რომ რეფორმა დამტკიცდეს მას რესპუბლიკელთა ხმები დასჭირდება."
მეორე საპრეზიდენტო დებაიტების დროს, ემიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ობამას თავის პოზიციების დაცვა მოუხდა:
„თუ ჩვენ გვსურს, გავილაშქროთ ემიგრანტების წინააღმდეგ, ეს დიდი საფრთხილით უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ვიბრძოლოთ კრიმინალების, ბანდების ან ისეთი პირების წინააღმდეგ, რომელთაც გარშემომყოფებისთვის ზიანი მოაქვთ და არ უნდა გადავტეხოთ ჯოხი, მაგალითად, სტუდენტებზე."
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დაპირისპირებული შეხედულების ფონზე, 6 ნოემბრის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება ემიგრაციის კუთხით ახლო მომავალში მოსალოდნელი არაა.