ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი ავღანეთის არჩევნების ჩაშლით იმუქრება


ავღანეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ქვეყნის პრეზიდენტი მოსახლეობამ შაბათს უნდა აირჩიოს. თუმცა, თალიბანი ყველა მოქალაქეს აფრთხილებს, რომ საარჩევნო უბნებზე მისვლის შემთხვევაში, ისინი რისკავენ საკუთარი უსაფრთხოებით.

ტადამიჩი იამამოტო, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური მდივნის წარმომადგენელი ავღანეთში, თალიბანის რამდენიმე წევრს შეხვდა დოჰაში. სწორედ იქ აქვს თალიბანს არაოფიციალურად, პოლიტიკური ოფისი. შეხვედრის თემა არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა იყო.

შეირაღებულმა დაჯგუფებამ უკვე აიღო პასუხიმგებლობა არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე თავდასხმაზე. ბოლოს ასეთი ფარვანის პროვინციაში მოხდა, სადაც 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაიჭრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG