ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ავღანეთს თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმება გააცნო


შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადი დღეს ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის შეხვდა. ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქაბულში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ამერიკა-თალიბანის სამშვიდობო შეთანხმება.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო დოკუმენტის ასლი ხალილზადს პრეზიდენტისთვის არ გადაუცია. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ავღანეთი შეთავაზებას განიხილავს და პრეზიდენტი აშრაფ ღანი ამერიკის დესპანს ისტორიულ შეთანხმებაზე საკუთარ აზრს მოკლე დროში, დაახლოებით, 2 დღის განმავლობაში გააცნობს.

ხალილზადმა კვირას სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ყატარში თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკების მე-9 რაუნდი დასრულდა და რომ ის შედეგებს ავღანეთის ლიდერებს მოახსენებს. ხალილზადის გუნდის წევრები დოჰაში დარჩნენ, ტექნიკური დეტლების დასაზუსტებლად - აცხადებს თალიბანის პრესსპიკერი სუჰაილ შაჰინი.

მოლაპარაკებების პარალელურად, თალიბანი იერიშებს აგრძელებდა. თალიბები შაბათს და კვირას, ავღანეთის პროვინციებში მდებარე ორ ქალაქს დაესხნენ თავს, სადაც ინტენსიური შეტაკებები გაიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG