ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დოჰაში ამერიკამ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკება განაახლა


შეერთებულ შტატებს და ავღანელ თალიბებს შორის ყატარში სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო. მისი მიზანია შეთანხმების მიღწევა, რომელიც ავღანეთში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფნას დაასრულებს. შეერთებული შტატების არსებობის ისტორიაში, ეს ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო ინტერვენციაა, რომელიც უცხოეთის ქვეყანაში ხორციელდება.

ორმხრივი მოლაპარაკება თითქმის წელიწადია გრძელდება. მეცხრე რაუნდი ქალაქ დოჰაში დღეს, ნაშუადღევს დაიწყო. მონაწილეებს აქვთ მოლოდინი, რომ ეს გაჭიანურებული პროცესის ფინალური ეტაპია და შეხვედრა ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, თალიბანთან შეტაკება მოხდა. დაპირისპირებაში ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. ეს უკვე მე-14 ამერიკელია, რომელიც ავღანეთში წლის დასაწყისიდან დაიღუპა, რაც გასულ წელს დაღუპულთა საერთო რაოდენობას უკვე აჭარბებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG