ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქებას 34 ადამიანის სისცოცხლე ემსხვერპლა


ოფიციალური პირების განცხადებით, დასავლეთ ავღანეთში მინიმუმ 34 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად. ავტობუსი ქალაქ ჰერათიდან ყანდაარისკენ მიემართებოდა.

მგზავრების უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. ისინი ჰერათის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია. თუმცა დაჯგუფება „თალიბანი“ ხშირად იყენებს გზისპირა ბომბებს მთავრობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ იმ პირობებშიც კი, როცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეერთებული შტატები და თალიბანის წარმომადგენელები ქვეყნის მომავალის გარშემო შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG