ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი: ტრამპის გადაწყვეტილება ამერიკას ძვირად დაუჯდება


პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, თალიბების სამშვიდობო მოლაპარაკებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით, ამერიკულ მხარეს უფრო ძვირი დაუჯდება - ნათქვამია თალიბანის განცხადებაში. დაჯგუფებამ განცხადება კვირას გაავრცელა.

მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არაორდინალური ნაბიჯი გადადგა. დონალდ ტრამპი შეეცადა თალიბებზე მუდმივი ზეწოლის განხორციელების ტრადიციული მიდგომა შეეცვალა და ავღანეთში ათწლეულობით მიმდინარე ომი თავისებურად დაესრულებინა. მან თალიბანის ლიდერები შეერთებულ შტატებში, კემპ-დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მიიწვია.

ამ ნაბიჯმა ამერიკულ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. თალიბების თავდასხმებს არაერთი ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა. ბოლოს ეს შაბათს მოხდა, როცა თალიბანმა ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა. აფეთქებაში ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და 11 ავღანელი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG