ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელჩი დეგნანი ფიქრობს, რომ ხალხმრავალი აქციების გამართვა კოვიდ ვითარების გამო სარისკოა


US Ambassador To Georgia - Kelly C. Degnan
US Ambassador To Georgia - Kelly C. Degnan

„ვფიქრობ, ცოტა სარისკოა დიდი აქციების გამართვა ნებისმიერი პარტიის მიერ ახლა, როცა საქართველოში კოვიდით ინფიცირების შემთხვევების დიდი რაოდენობაა. როგორც ჩანს, ახლა არ არის კარგი დრო ადამიანთა დიდი ჯგუფების შესაკრებად“ - საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ეს განცხადება "ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართული აქციის შესახებ, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ როცა შეკრების და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებაზეა საუბარი, აქ მნიშვნელოვანი სიტყვა „მშვიდობიანია“. ელჩმა ასევე ისაუბრა არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს ასეც მოხდება.

„არსებობს შეკრების, გამოხატვის, საკუთარი შეხედულებების მშვიდობიანი გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. აქ მთავარი სიტყვა არის „მშვიდობიანი“. რამდენიმე დღეში ხანგრძლივი და ძალიან საკამათო არჩევნებია. ჩვენ უბრალოდ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს - გთოხვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყველა პოლიტიკური ლიდერის მხრიდან, სიმშვიდისკენ მოწოდება იყო ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, რომ მხარდამჭერები საშუალებას მისცემენ ამომრჩევლებს, შაბათს ხმა მშვიდონიან გარემოში მისცენ. ეს არის ის, რისი იმედიც გვაქვს“ - აცხადებს დეგნანი.

ამერიკის ელჩს ჟურნალისტებმა კითხვა ასევე დაუსვეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ძალიან გვაწუხებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა. ვფიქრობ, როცა ჯანმრთელობის საკითხზე საუბრობთ, მნიშვნელოვანია კვალიფიციურ სამედიცინო ესქსპერტებს მიმართოთ. მოხარული ვარ, რომ ასრებობს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც ამ მდგომარეობას აკვირდება. ასევე, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მის მდგომარეობას“ - აცხადებს კელი დეგნანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG