ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტი ქარიშხალ მეთიუს მსხვერპლს ითვლის


ქარიშხალმა მეთიუმ ყველაზე ტრაგიკული კვალი ჰაიტის მოსახლეობას დაატყო, სადაც დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. ქვეყანაში მსხვერპლის რაოდენობა ჯერ კიდევ დაუზუსტებელი რჩება. ვარაუდობენ, რომ დაღუპულ ადამიანთა რიცხვი 400-დან 1000-მდე შეიძლება იყოს.

ჰაიტის ზოგიერთ ნაწილთან დაკავშირება ჯერ კიდევ არ ხერხდება. 350 ათას ადამიანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. ამერიკა მათ დახმარებას 119 მილიონი დოლარით გეგმავს. ამერიკელი ჯარისკაცები ჰაიტელებს საკვებს და მედიკამენტებს ვერტმფრენებით და გემებით უკვე აწვდიან.

შეერთებულ შტატებში ქარიშხლის გამო 23 ადამიანი დაიღუპა. ასობით ათასი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მდინარეებში წყლის დონე ისევ მატულობს და წყალდიდობების ალბათობა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროებზე ჯერ კიდევ მაღალია.

XS
SM
MD
LG