ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იამაიკა და ჰაიტი მორიგი ქარიშხლის მოლოდინში


ქარიშხალ მეთიუს იამაიკაზე, ჰაიტის კუნძულებზე და კუბის აღმოსავლეთ ნაწილში დღეს საღამოს ელიან. სანაპირო რაიონების მოსახლეობას ევაკუაციას და უსაფრთხო ადგილზე დროებით გადასვლას ურჩევენ. სინოპტიკოსების მონაცემებით, მეთიუ 2007 წლის ფელიქსის შემდეგ ატლანტიკური ოკეანის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. ქარის სიჩქარე საათში 205 კილომეტრს აჭარბებს.

კუბის მთავრობამ აღმოსავლეთის 5 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჰაიტის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ წინასწარ 1 300 თავშესაფარი გაამზადეს, რომელიც ათასობით ადამიანს შეიფარავს. დახლოებით 2 ათასამდე ადამიანი სახლის დატოვებაზე უარს ამბობს. ჰაიტიში მთავრობა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობა იძულებით გადაიყვანოს.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რეგიონის ქვეყნების მთავრობას დახმარებას სთავაზობს. სააგენტომ უკვე გააგზავნა მაშველთა ორი ჯგუფი იამაიკაზე და ჰაიტის კუნძულებზე.

XS
SM
MD
LG