ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალი მეთიუ მე-3 კატეგორიის აღმოჩნდა


ქარიშხალ მეთიუს გამო კარიბის ყურეში ასეულობით ადამიანი დაიღუპა, დღეს ის ფლორიდის ნაპირებამდე აღწევს. მისი სიძლიერის დონე მესამე კატეგორიამდე იქნა დაქვეითებული.

ფლორიდის ნაპირებთან დღეს დილით ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევდა. ქარიშხლის საშიშროების გამო ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე 2 მილიონი ადამიანი სავალდებულო ევაკუაციის ზონაში მოექცა. დაკეტილია აეროპორტები. 240 ათასამდე ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მათი რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება მას შემდეგ, რაც ქარიშხალი ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებს.

XS
SM
MD
LG