მარტის შუა რიცხვებიდან, ჰონგ-კონგი სავალდებულო ტესტირებას იწყებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 7.4 მილიონი მოსახლისთვის კოვიდ ტესტის გაკეთება სავალდებულო იქნება. ადგილობრივი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოვიდის ახალი ტალღა, სწორედ მარტში აიღებს სათავეს. ჰონგ-კონგის გათვლებით, მარტის თვეში მათ დღეში კორონავირუსის 180,000 ახალი შემთხვევა ექნებათ.
მკაცრი კოვიდ-რეგულაციები აპრილის შუა რიცხვებამდე დარჩება ძალაში. სკოლები სასწავლო წელს, რომელიც ონლაინ მიმდინარებს, ვადაზე ადრე დაასრულებენ და ახალ სასწავლო პროცესსაც, აგვისტოში დაიწყებენ. 2 წლის თავზე ეს რეგულაციები ქალაქი მოსახლეობის მოთმინებას ცდის. აკრძალულია ფრენები, დაკეტილია სალონები თუ სავარჯიშო დარბაზები და ორზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება.
ჰონგ კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც ბევრი, მაღალსართულიან კორპუსებში, ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს და ხშირად იზიარებს ვიწრო სივრცეს სხვებთან.
ჰონგ-კონგში ამბობენ, რომ "მომავალი სამი თვე გადამწყვეტი იქნება კორონავირუსთან საბრძოლველად". პეკინის მსგავსად, ფინანსური ჰაბი "დინამიური ნოლი კოვიდის" პოლიტიკას ატარებს და ნებისმიერ ფასად ცდილობს ვირუსის გავრცელების შეჩერებას.
ახალი წესების მიხედვით, მოსახლეობამ საყოველთაო ტესტირების პროგრამის ფარგლებში სამჯერ უნდა ჩაიტაროს ტესტის. გეგმის მიხედვით, დღეში მილიონი ტესტი უნდა გაკეთდეს, ამისთვის კი სკოლებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებს გამოიყენებენ.