პოლიტიკური აქტივისტი ჰონგ-კონგში ჯოშუა უონგი აცხადებს, რომ ქალაქის ლიდერის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებში მონაწილეობას მიიღებს და ჰონგ-კონგის პრო-ჩინელი ლიდერის გადადგომის მოთხოვნას შეუერთდება.
„კერი ლამი უნდა გადადგეს,“ განაცხადა უონგმა ჟურნალისტებთან საუბრისას ორშაბათს, ციხიდან გათავისუფლებიდან მალევე. უონგი 2014 წლის ქოლგების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ორი თვის წინ სასამართლომ მას დემონსტრაციებთან დაკავშირებული ბრალდების საფუძველზე ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
უონგის თქმით, თუ ჰონგ-კონგის ადმინისტრატორი თანამდებობიდან არ გადადგა, საპროტესტო დემონსტრაციებს „უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება იმ დღემდე, სანამ ჩვენ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს არ დავიბრუნებთ.“
ქალაქის მთავრობამ ორშაბათ დილას ადმინისტრაციულ შენობებთან მისასვლელი გზები გახსნა. ათობით ათასმა შავებში ჩაცმულმა მომიტინგემ კვირას სადავო კანონპროექტი გააპროტესტა, რომელიც ჰონგ-კონგიდან ჩინეთში ადამიანების ექსტრადიციას შესაძლებელს გახდის. კვირის დემონსტრაცია მიმდინარე საპროტესტო აქციის ნაწილი იყო.
Facebook Forum