ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლივუდი "ოსკარების" ცერემონიისთვის ემზადება


ლოს-ანჯელესში "ოსკარების" გადაცემის ცერემონიისთვის მზადების ფინალური ეტაპი დაიწყო. ჰოლივუდის ხეივანში, კინოთეატრ "დოლბის" წინ, 274 მეტრის სიგრძის წითელ ხალიჩას აგებენ.

ჰოლივუდის კინოაკადემიის პრიზების გადაცემის 91-ე ცერემონია კვირას, 24 თებერვალს გაიმართება. ისტორიაში სულ მეორედ ხდება ისე, რომ საზეიმო საღამოს წამყვანი არ ეყოლება.

ქალაქის მერიის მონაცემებით, "ოსკარების" ცერემონიას ლოს-ანჯელესისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის მოგება მოაქვს. მართალია ცერემონიაზე ბილეთები საჯაროდ არ იყიდება, მაგრამ ის მაინც უამრავ ტურისტს იზიდავს, რაც ადგილობრივ ბიზნესებს ეხმარება. ამას გარდა, ყოველწლიურად თამაშდება ლატარეა, რომლის მოგებულებსაც წითელი ხალიჩის გასწვრივ დგომა და იქ მოსული ვარსკვლავების ყურება შეუძლიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG