ცნობილი გახდა ჰოლივუდის კინოაკადემიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, “ოსკარის” წლევანდელი ფავორიტების ვინაობა. 10-10 ნომინაციით 2019 წელს ამერიკულ კინოინდუსტრიაში ორი ლიდერი გამოიკვეთა: “რომა” (მექსიკელი რეჟისორი ალფონსო კუარონი) და “ფავორიტი” (ბერძენი რეჟისორი იორგოს ლანტიმოსი).
8 ნომინაციით მეორე ადგილსაც ორი ფილმი იყოფს: “ვარსკვლავის დაბადება” (ამერიკელი რეჟისორი ბრედლი კუპერი) და “ვიცე” (ამერიკელი რეჟისორი ადამ მაკკეი).
7 ნომინაცია აქვს ფილმს “შავი პანტერა” (ამერიკელი რეჟისორი რაიან კუგლერი). ეს პირველი შემთხვევაა “ოსკარების” ისტორიაში, როცა სუპერ-გმირზე შექმნილი კინო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მოხვდა. ასევე 7 ნომინაცია მოიპოვა ფილმმა "შავი კუკლუქსკლანელი" (ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი).
“ოსკარების” გადაცემის ცერემონია კვირას, 24 თებერვალს გაიმართება. გამარჯვებულთა ვინაობა ლოს-ანჯელესში მდებარე, ჰოლივუდის “დოლბის” კინოთეატრში დაგეგმილ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი. ცერემონია მთელ მსოფლიოში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
Facebook Forum