ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ობამაქეარის" ხარვეზებზე მოსახლეობა საუბრობს


s
s

მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით რომ სადაზღვევო კომპანიებმა სადაზღვევო პაკეტებზე ფასი გაზარდეს

შეერთებული შტატების ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მდივანმა ქეთლინ სიბელიუსმა ამერიკელ ხალხს მოუბოდიშა ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით ვებ-გვერდზე შექმნილი პრობლემების გამო. როგორც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოთხშაბათს განაცხადა, ჯანდაცვის შესახებ კანონი ისევ წარმოადგენს „ძლიერ დამცავ საშუალებას“ დაზღვევის მომხმარებლებისთვის. წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკის და ვაჭრობის კომიტეტის რესპუბლიკელი წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს და აკრიტიკებს ყველა საკითხზე, მათ შორის ვებ-გვერდზე შექმნილი შეფერხებების და პრემიების გაზრდის გამო. ამერიკის ხმის კორესპონდენტი კარლა ბობი მოგვითხრობს.

ქეთლინ სიბელიუსი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებასთან ურთიერთობას კურირებს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ონლაინ საკითხებთან დაკავშირებით, მოსახლეობას ბოდიშს უხდის ეგრეთ წოდებული „ობამაქეარის“ ვებ-გვერდზე შექმნილი პრობლემების გამო.
ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების მდივანმა ამის შესახებ კონგრესში, ოთხშაბათს გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

ქეთლინ სიბელიუსი: თქვენ უკეთეს მომსახურებას იმსახურებთ. შექმნილი პრობლემების გამო ბოდიშს გიხდით, მე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ვებ-გვერდზე შექმნილ შეფერხებას გამოვასწორებთ.

ჯონ ტანკერსლი თითქმის სამი კვირა უშედეგოდ ცდილობდა ვებ-გვერდზე შესულიყო და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის განაცხადი შეევსო რათა „ობამაქეარით“ ესარგებლა.

რობერტ სქლორა, ამ პროგრამაში ჩართვას 1ოქტომბრიდან ცდილობდა.

რობერტ სქლორა: ნამდვილად არ იცის შესთავაზებენ თუ არა ჯანდაცვის უკეთეს პროგრამას, დააფინანსებს თუ არა ხელისუფლებას მის სადაზღვევო პაკეტს.

ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა ბოლო პერიოდში დიდი წნეხის ქვეშ არის, თუმცა პრეზიდენტი ობამა დადებული პირობის დარღვევას არ აპირებს.

ბარაკ ობამა: დღეს ის დაპირება ნიშნავს, რომ ბაზარზე გამოსული თითოეული პროგრამა ფარავს საერთო მთლიანობაში მინიმალურ მომსახურებას, როგორიცაა, მშობიარე ქალების ჯანდაცვა, პროფილაქტიკური დახმარება, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება, რომელთაც რეცეპტის გამოწერის შემდეგ წამლებს უფასოდ აძლევენ და ჰოსპიტალიზება შესაძლებელია. თუმცა , მათ ამ პროგრამის გამოყენება არ შეუძლიათ ალერგიის, ორსულობის ან ვარჯიშის დროს მიღებული დაზიანებების დროს. ასევე ქალებსაც აქვთ შეღავათი.

პრეზიდენტმა მილიონობით დაზღვევის გარეშე მყოფ ადამიანს დაპირება მისცა, რომ მათ ხელმისაწვდომ ფასებში შეეძლებათ კომპლექსური დაზღვევის პროგრამის შეძენა.

ბარაკ ობამა: თითქმის ნახევარზე მეტი 18-დან 34 წლამდე მარტოხელა ადამიანს შეძლებს შეიძინოს დაზღვევა 50 დოლარად ან კიდევ უფრო დაბალ ფასში. ეს სატელეფონო და საკაბელო გადასახადზე დაბალია.

თუმცა კაპიტოლიუმში, რესპუბლიკელებმა ჯანდაცვის მდივანს განუცხადეს, რომ მათი ამომრჩევლები უკმაყოფილო არიან ამ ცვლილებების გამო, ვინაიდან ამან სადაზღვევო კომპანიებს ბიძგი მისცა, რომ სადაზღვევო პროგრამებზე ფასი აეწიათ.

ორეგონის შტატის წარმომადგენელი გრეგ ვოლდენი: აქამდე დაზღვევაში ყოველთვიურად თუ 600 დოლარს იხდიდნენ და 3000 დოლარს ზოგავდნენ, ახლა გადასახადმა 800 დოლარამდე აიწია და მხოლოდ 5000 დოლარის დაზოგვა ხერხდება ყოველთვიურად.

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის წარმომადგენელი რენი ელმერსი: ბევრი ამომრჩეველი მიკავშირდება, რომელთაც თავისი შეხედულებები გააჩნიათ ამ საკითხზე და მეუბნებიან, რომ ზოგიერთის სადაზღვევო გადასახადი 400, ზოგის 127 დოლარამდე გაიზარდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გულაცრუებულ ამერიკელებს, რომელთაც ვებ-გვერდზე პრობლემები შეექმნათ, ჰპირდება რომ ხარვეზებს ნოემბრის ბოლომდე გამოასწორებს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც დაზღვევა არ ჰქონდათ საყოველთაო დაზღვევის პაკეტით სარგებლობა შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG