პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც მთავრობის ნაწილობრივი დახურვა გამოიწვია, დასრულებულია. მთავრობამ მუშაობა განაახლა და დავალიანების გადახდას შეუდგა. თუმცა ერთ-ერთი კანონმდებელი, რომელმაც სამთავრობო კრიზისის წარმოქმნას ხელი შეუწყო, აცხადებს რომ ბრძოლა არ დასრულებულა, თუნდაც ამან შემდგომ ისევ გამოიწვიოს ახალი სამთავრობო კრიზისი. ამერიკის ხმის კორესპონდენტი, ჯეფ სელდინი მოგვითხრობს.
ამერიკის მთავრობის დროებითი კრიზისის დროს, დაძაბულობის ფონზე, ვიდრე საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები ომის მემორიალის ბლოკადას დაიწყებდნენ, ტეხასელმა სენატორმა ტედ კრუზმა განცხადება გააკეთა.
ტედ კრუზი: რატომ აიძულა ფედერალური ხელისუფლების სახარჯო პოლიტიკამ ვეტერანების მხრიდან ომის მემორიალზე ბარიკადების აღმართვა.
ეს იყო კრუზის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, მას შემდეგ რაც აქტიურად მოუწოდებდა მთავრობის დახურვას, რათა საყოველთაო ჯანდაცვის სექტორის რეფორმის პროგრამა შეეჩერებინა, რომელიც „ობამაქეარის“ სახელით არის ცნობილი. 21-საათიანი დებატების დროს, სენატში ის საბავშვო წიგნსაც ეცნობოდა, იმისათვის, რომ სენატის კენჭისყრა გადაევადებინა.
ტედ კრუზი: მოგწონთ თუ არა მწვანე კვერცხები და ვიჩინა.
ახლა უკვე ტელეკომპანია „ეი-ბი-სის“ საინფორმაციო პროგრამაში ის აცხადებს, რომ ისევ მზად არის მთავრობის დახურვა მოითხოვოს.
ტედ კრუზი: ყველა ღონეს ვიხმარ, რათა იმ მატარებლის მოძრაობა შევაჩერო, რასაც „ობამაქეარ“ ჰქვია.
ამ განწყობამ ზოგიერთი რესპუბლიკელი გააღიზიანა და ამის გამო კოლეგა გააკრიტიკა.
ჟურნალისტმა რესპუბლიკელ პიტერ კინგს ჰკითხა, თუ ეს სტრატეგია რამდენად კარგად იმუშავებს რესპუბლიკელების იმიჯზე.
პიტერ კინგმი: გააჩნია ამ საკითხს როგორ შეხედავთ, თუმცა ამ მოსაზრებას არ ვიზარებ.
გაზეთი „ჰიუსტონის ქრონიკა“, ახლა კრუზს ვაშინგტონის პრობლემის ნაწილად აღიქვამს.
როგორც ჩანს, კრუზის პოლიტიკური მსოფლმხედველობისთვის არცერთი ეს საკითხი მნიშვნელოვანი არ არის. მათ შორის, არც კონსერვატიულად განწყობილი ჩაის სმის მოძრაობის მომხრე რესპუბლიკელი ამომრჩევლების დამოკიდებულებაც.
მისი პოლიტიკური რეიტინგი 47%-დან ივლისში 74-მდე ავიდა, თუმცა ამჟამინდელი გამოკითხვების თანახმად ის მხოლოდ ერთი პროცენტია.
ტედ კრუზი: ეს ბრძოლა, დებატები მანამდე გაგრძელდება ვიდრე, ამერიკელი ხალხი ერთობლივად არ აიძულებს თეთრ სახლს რომ მათი ინტერესები გაითვალისწინონ.
ეს შეიძლება საკმარისი იყოს კრუზის იმედიანი განწყობისთვის, თუნდაც ამან საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური კანდიდატის-კრუზის არჩევნებში მონაწილეობისგან გამოთიშვა გამოიწვიოს.