ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკას შორის მზარდი დაძაბულობის პარალელურად, ჰავაი ცდილობს ატომური თავდასხმისთვის მოემზადოს.
დეკემბრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, შტატში სპეციალური წვრთნები და ღონისძიებები ჩატარდება 1,4 მილიონი მოსახლისა და შტატის ტურისტებისთვის იმის სასწავლებლად, თუ როგორ მოიქცნენ შესაძლო ატომური თავდასხმის შემთხვევაში.
ატომური საფრთხის შესახებ განგაშის სიგნალი 80-იანი წლების შემდეგ აღარ გაჟღერებულა. ჰავაის ხელისუფლებამ ეს ახალი სიგნალი ყოველთვიური მოსამზადებელი სიგნალების სიაში შეიყვანა, რომლებიც მოსახლეობას, ძირითადად, მოახლოებული ცუნამის ან ქარიშხლების შესახებ აფრთხილებს.
Facebook Forum