ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამბურგი დიდი ოცეულის ლიდერებს ელის


მას შემდეგ რაც პოლიციის ქვედანაყოფები პატრულირებისთვის მზად იქნებიან, დემონსტრანტებს კი კარვები გაშლილი ექნებათ, მსოფლიოს 20 ყველაზე ძლიერი ქვეყნის მეთაურს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც შეუერთდება. ჰამბურგში ეს კვირა უჩვეულოდ ხმაურიანი იქნება.

არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, მწვავე საუბარი ექნებათ კლიმატის და ვაჭრობის საკითხებზე, მაგრამ ანტიტერორისტული ძალისხმევას და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდის თემას მათი ერთ მხარე დაყენება შეუძლია.

„ვფიქრობ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენს შორის, ბევრი განსხვავებაც არსებობს. ამიტომაც წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. იმის თქმა შემიძლია, რომ ყველაფერში საერთო აზრი ვერ გვექნება, მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ყველა ეს მიზეზი საერთაშორისო დიპლომატიის დონეზე იქნას განხილული“ განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს სამიტის დაწყებამდე.

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას რკინის იმპორტთან და მასზე კვოტის დაწესებასთან დაკავშირებით „შეუპოვარი“ გეგმები აქვს. პრეზიდენტის ეს მიდგომა აღელვებს დიდი ოცეულის წევრებს.

„მე ვფიქრობ, რომ ის თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა, სადაც ორივე მხარე მოგებული რჩება. ის ცდილობს გამოააშკარავოს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, რომელიც ყოველთვის მზადყოფნაზე საუბრობს, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებს. ამ სამიტზე ტიტანების ჯახია მოსალოდნელი,“ - ამბობს მიდლსეხის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი ტიმ ევანსი.

ტრამპის მოულოდნელმა საუბრებმა შედეგი გამოიღო.

მას შემდეგ, რაც ტრამპი დაიმუქრა, რომ არ ითანამშრომლებდა ნატოსთან თუ ალიანსის წევრები თავდაცვის ხარჯებს არ გადაიხდიდნენ, წევრებმა პირობა დადეს, რომ აუცილებლად გაზრდიდნენ თავდაცვის ბიუჯეტს.

ამერიკის ლიდერის ამჟამინდელი მიზანი ჩინეთი და მისი იაფი რკინის ექსპორტია, რომელიც ანადგურებს ბიზნესებს და სამსახურებს არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ,დიდი ოცეულის ქვეყნებში.

ჩინელები ამერიკის პოლიტიკას ფრთხილად უყურებენ და ვაშინგტონსაც ფირთხილისკენ მოუწოდებენ.

ტრამპის გადაწყვეტილებამ ამერიკა გამოეყოს პარიზის კლიმატის შეთანხმებას, ჰამბურგში უკვე გამოიწვია როგორც დემონსტრანტების, ასევე, მერკელის და სხვა ლიდერების გაღიზიანება. მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩინური რკინის იაფი იმპორტი უფრო მნიშვნელოვანი თემა იქნება რომელიც საერთო ინტერესებს შექმნის.

„დიდი ოცეულის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა ისეთივე გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ამერიკა“ - ამბობს ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტის პროფესორი შანკერ სინგჰამი. „მაგალითად, ჩინური სექტორიდან მიღებული ჭარბი მასალების გამო, დიდი ბრიტანეთის პორტ ტალბოთში და რედქარში არსებული მეტალურგიული ქარხნები დაიხურა. ეს დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც ოჰაიოსა და პენსილვანიაში ხდება. ვფიქრობ ეს თემა მყარად იქნება მხარდაჭერილი“ განუცხადა სინგჰამმა “ამერიკის ხმას.”

დიდი ოცეულის ლიდერები ტრამპის სამომავლო ნაბიჯებზე ნერვიულობენ, თუმცა აქამდე, მათ მიერ თავდაცვითი ზომების მიღების არანაირი ნიშანი არ გამოვლენილა.

”ტრამპის ადმინისტრაციამ ბევრჯერ გაუსვა ხაზი იმას, რომ ის, პირველ რიგში, ამერიკის ინტერესების დაყენებს აპირებს,” ამბობს სინგჰამი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება სამიტის მთავარი მონაწილე.

„გარემო, რომელიც ჰამბურგში შეიქმნა, ნელ-ნელა სანახაობრივ სახეს იძენს“ - ამბობს ევანსი -„ ჩვენ ძალიან ბევრი მოულოდნელობა გველის რადგან აქ ძალიან ბევრი ქარიზმატული ლიდერი იქნება წარმოდგენილი. ისეთები როგორებიც არიან პრეზიდენტი ერდორანი თურქეთიდან, პრემიერ-მინისტრი მოდი ინდოეთიდან, ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპი. ამ ადამიანებმა იციან თუ როგორ უნდა ითამაშონ მსოფლიო აუდიტორიის წინაშე.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG