ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მერკელს დიდი ოცეულის სამიტამდე შეხვდება


დიდი ოცეულის შეხვედრის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია ჰამბურგში
დიდი ოცეულის შეხვედრის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია ჰამბურგში

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მეთაურებთან შეხვედრამდე, დიდი ოცეულის სამიტის მასპინძელი ქვეყნის ლიდერს ხვდება. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პრესსპიკერის, შტეფან სიბერტის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში იგეგმება.

თეთრმა სახლმა ტრამპს და მერკელს შორის ორშაბათს შემდგარი სატელეფონო საუბრის შინაარსი გამოაქვეყნა. მათ განიხილეს კლიმატის, ვაჭრობის, ფინანსური ინიციატივების, ქალთა მეწარმეობის და რამდენიმე სხვა საკითხი. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ტრამპის სურვილია, კანცლერ მერკელს დიდი ოცეულის სამიტის წარმატებით ჩატარებაში დაეხმაროს.

რიგით მეთორმეტე სამიტს ჰამბურგი 7 და 8 ივლისს უმასპინძლებს. მას ოცზე მეტი ქვეყნის ლიდერი, ან მთავრობის წარმომადგენელი დაესწრება. დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიიღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG