ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში ანტიკორუფციული სამიტი დაიწყო


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ლონდონში იმყოფება და საერთაშორისო ანტიკორუფციულ სამიტში იღებს მონაწილეობას. გლობალურ სამიტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი მასპინძლობს.

“კორუფციის ბოროტება მსოფლიოს ყველა კუთხეში აღწევს. ის ჩვენს წინაშე არსებული ყველაზე გადაუდებელი პრობლემების გულშია, დაწყებული ეკონომიკური გაურკვევლობით, ენდემური სიღარიბით, თუ მუდმივად თანმდევი რადიკალიზაციით და ექსტრემიზმით დამთავრებული” - განაცხადა დღეს პრემიერმა კამერონმა. სამიტი საზოგადოების ყველა ფენის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ესწრება, რომელთა შორის ავღანეთის, კოლუმბიის და ნიგერიის ლიდერებიც არიან.

XS
SM
MD
LG