ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაკერულმა თავდასხმამ პუტინის დაბადების დღეზე რუსული სახელმწიფო მედიის მაუწყებლბა შეაფერხა


რუსულ სახელმწიფო მედია კომპანია VGTRK-ზე, რომელიც ქვეყნის მთავარ ნაციონალურ ტელევიზიებს ფლობს და მართავს, ორშაბათს მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა. უკრაინის სამთავრობო წყარომ განაცხადა, რომ მომხდარი კიეველი ჰაკერების ნამოქმედარია.

VGTRK-ის, სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიის ვებგვერდი, ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში არ იტვირთებოდა. გარდა ამისა, მის მფლობელობაში მყოფი Rossiya-24-ის 24-საათიანი ახალი ამბების არხი ინტერნეტში ხელმისაწვდომი აღარ იყო.

"503 სერვისი მიუწვდომელია. სერვერი არ არის ხელმისაწვდომი ამ მოთხოვნის დასამუშავებლად" - ეს ტექსტი ჩნდებოდა ეკრანზე მაშინ, როდესაც მომხმარებლები საიტებზე წვდომას ცდილობდნენ.

„ჩვენს სახელმწიფო მედიაჰოლდინგზე, მის ციფრულ ინფრასტრუქტურაზე, ერთ-ერთი უდიდესი, უპრეცედენტო ჰაკერული თავდასხმა მოხდა“, - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა და განაცხადა, რომ VGTRK პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობდა.

„სპეციალისტები მუშაობენ ყველა გარემოების გასარკვევად, იმის გასაგებად, თუ საით მიჰყავს კვალს ისინი, ვინ მოაწყო ეს ჰაკერული თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე", - განაცხადა პესკოვმა.

უკრაინის სამთავრობო წყარომ განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი უკრაინელი ჰაკერები არიან. კიბეშეტევა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 72-ე იუბილეს დაემთხვა.

„უკრაინელმა ჰაკერებმა პუტინს დაბადების დღე, რუსულ სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმით "მიულოცეს" “, - განუცხადა წყარომ სააგენტო "როიტერს". წყარომ ანონიმურობის დაცვა მოითხოვა და სააგენტო მის სახელს არ ამჟღავნებს.

XS
SM
MD
LG